14 ნოე

საერთაშორისო სტუდენტური კონგრესი

2020 წლის 19-20 მარტს, მალტეპის უნივერსიტეტში ტარდება  ბიზნესისა და მენეჯმენტის მეცნიერებათა  მე -8 საერთაშორისო სტუდენტური კონგრესი (IBMSSC’20)
14 ნოე

საგანმანათლებლო ტური კახეთში

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის - „სასტუმრო მომსახურება“ -  სწავლების პირველი და მეორე წლის სტუდენტებისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო ტური კახეთის რეგიონში
13 ნოე

ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრი

2020 წლის თებერვალში ტექნოპარკში გაიმართება ბიზნეს ქეისების შეჯიბრი, რომელიც ათამდე წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტებს გააერთიანებს
11 ნოე

სპეციალურად სტუდენტებისთვის - სწავლის შედეგების შეფასების გასაჩივრება და საპატიო მიზეზით გაცდენილი შეფასების/გამოცდის აღდგენა

ამონაწერი "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის
მართვის ინსტრუქციიდან" (მუხლი 8)
08 ნოე

წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" IV ეტაპის განხორციელებას იწყებს
08 ნოე

შუალედური გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2019-20 სასწავლო წლის პირველი   სემესტრის   შუალედური გამოცდების ცხრილი
ყველა სიახლის ნახვა

კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი

10/30/2019

კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური იწვევს ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმზე, რომელიც გაიმართება 19 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“. აღნიშნული „კარიერული განვითარების საერთაშორისო ასოციაციის“ და „საფრანგეთის კარიერული განვითარების ასოციაციის“ ფორუმის ანალოგია. საქართველოში ტარდება პირველად და მისი მიზნებია:

  • ადამიანური კაპიტალის შრომით ბაზარზე განვითარება;
  • კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტების რიცხვის ზრდა;
  • სტაჟირების პროგრამების და დასაქმების ხელშეწყობა;
  • სტუდენტური დასაქმება ან/და სტაჟირება;
  • აბიტურიენტების ინფორმირება ქართულ შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობის და უნივერსიტეტების სტუდენტური, მათ შორის კარიერული სერვისების შესახებ.

პროექტი აქცენტირებულია 16-დან 40-წლამდე პიროვნებების დასაქმებასა და სტაჟირებაზე.
ფორუმის განმავლობაში ჩატარდება მასტერკლასები თემებზე: ფსიქოლოგიის როლი კარიერულ განვითარებაში, რეზიუმეს სწორად შევსება, გასაუბრების ტექნიკები, პერსონალური ეფექტურობის ფსიქოლოგია: მიზნების დასახვა და დროის ეფექტიანად გამოყენება; „ბარიერები ახალგაზრდების დასაქმებისას ქართულ შრომით ბაზარზე“ კვლევის შედეგები და სხვ.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოღვაწე 50 მსხვილი დამსაქმებელი. მათ შორისაა სახელმწიფო და კერძო სექტორი. კომპანიებზე ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე დაწესებულია კვოტები. იგულისხმება, რომ 50 კომპანიიდან არ შეიძლება იყოს 4 და მეტი მსგავსი საქმიანობის იურიდიული პირი. ფორუმში მონაწილე კომპანიების ნაწილი უკვე ცნობილია, მათ შორისაა მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლო, თი ბი სი ბანკი, კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“, „იმედი“ და სხვ.
ფორუმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რამდენიმე საკომუნიკაციო არხით:
მედია პარტნიორები: პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს წამყვანი ტელევიზიები, რადიო სადგურები და ინტერნეტ გაზეთები. მათი უდიდესი ნაწილი ამავდროულად პროექტის მონაწილე - დამსაქმებლის სტატუსითაც წარმოდგენილია.
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.