21 ნოე

ვისოლ ჯგუფის ვორქშოპი

ვისოლ ჯგუფის წევრი კომპანიები ვენდი’ს, დანკინ’, სმარტი და ვისოლი 3 დეკემბერს, 13:00 საათიდან ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქ. #8) გიწვევთ ვორქშოპზე
21 ნოე

კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი

ა/წ 19  ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი  
21 ნოე

საერთაშორისო კონფერენცია საბერძნეთში

2020 წლის 17 - 19 ივნისს  კუნძულ ჰიდრაზე (საბერძნეთი) ტარდება მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „კულტურა და ტურიზმი ჭკვიან, გლობალიზებულ და მდგრად სამყაროში“
20 ნოე

მივლინების ანგარიში

2019 წლის 5-7 ნოემბერს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, ქ. ფუნჩალში ჩატარდა ტურიზმის მე-11 საერთაშორისო კონგრესი - “The Image and Sustainability of Tourism Destinations”. კონგრესზე მიწვეული იყო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი
18 ნოე

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები

ინფორმაცია შვეიცარიის მთავრობის მიერ 2020–2022 წლებში საქართველოსთვის შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიების შესახებ
14 ნოე

საერთაშორისო სტუდენტური კონგრესი

2020 წლის 19-20 მარტს, მალტეპის უნივერსიტეტში ტარდება  ბიზნესისა და მენეჯმენტის მეცნიერებათა  მე -8 საერთაშორისო სტუდენტური კონგრესი (IBMSSC’20)
ყველა სიახლის ნახვა

პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერის ლექცია

10/28/2019

საჯარო ლექციების ციკლი - პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერის ლექცია

„ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორმა ვილჰელმ ჰაუზერმა, 2019 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებთან წაიკითხა ლექცია თემაზე – "სახმელეთო გადაზიდვების მომავალი გერმანიაში“.
პროფ. ჰაუზერმა მიმოიხილა სხვადასხვა ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების (განსაკუთრენით სარკინიგზო ტრანსპორტის) გამოყენების შესაძლებლობები, რათა მაქსიმალურად განიტვირთოს გერმანიის სახმელეთო გადაზიდვების ბაზარი.
პროფ. ჰაუზერმა სტუდენტებთან ასევე აღნიშნა, რომ ლოგისტიკური სერვისის განმახორციელებელმა საწარმოებმა თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი სერვისის გაუმჯობესება.
მან აგრეთვე სტუდენტებს გააცნო გერმანიის ავტობანების დატვირთვა და არსებული გადასახადები ტვირთების გადაზიდვის კუთხით.
ლექციის ბოლოს, პროფ. ჰაუზერმა სტუდენტებთან განიხილა პრაქტიკული მაგალითი, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ოპტიმალურად გადაზიდვა ლოგისტიკაში ევროპის ერთი ქალაქიდან მეორეში, კომბინირებული ტრანსპორტის გამოყენებით.
ლექციას ესწრებოდნენ სტუ-ის „ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის“ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები. ლექცია მიმდინარეობდა გერმანულ ენაზე, სინქრონულ თარგმანს უზრუნველყოფდა ასისტენტ-პროფესორი ბესარიონ შერაზადაშვილი ლექციამ დაიმსახურა სტუდენტების დიდი მოწონება. ლექციის ბოლოს პროფ. ჰაუზერმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს და გაიმართა დისკუსია.