22 ნოე

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის თანამშრომელთა საყურადღებოდ!

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის  მსურველებს  გთხოვთ ა.წ.30 ნოემბრამდე დაფიქსირდეთ 711ა ოთახში
21 ნოე

ვისოლ ჯგუფის ვორქშოპი

ვისოლ ჯგუფის წევრი კომპანიები ვენდი’ს, დანკინ’, სმარტი და ვისოლი 3 დეკემბერს, 13:00 საათიდან ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქ. #8) გიწვევთ ვორქშოპზე
21 ნოე

კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი

ა/წ 19  ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი  
21 ნოე

საერთაშორისო კონფერენცია საბერძნეთში

2020 წლის 17 - 19 ივნისს  კუნძულ ჰიდრაზე (საბერძნეთი) ტარდება მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „კულტურა და ტურიზმი ჭკვიან, გლობალიზებულ და მდგრად სამყაროში“
20 ნოე

მივლინების ანგარიში

2019 წლის 5-7 ნოემბერს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, ქ. ფუნჩალში ჩატარდა ტურიზმის მე-11 საერთაშორისო კონგრესი - “The Image and Sustainability of Tourism Destinations”. კონგრესზე მიწვეული იყო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი
18 ნოე

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები

ინფორმაცია შვეიცარიის მთავრობის მიერ 2020–2022 წლებში საქართველოსთვის შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიების შესახებ
ყველა სიახლის ნახვა

დოქტორ შტეფან ლანგის ლექცია

10/26/2019

საჯარო ლექციების ციკლი - დოქტორ შტეფან ლანგის ლექცია

მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა შტეფან ლანგმა 2019 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე (აუდიტორია 710ა) წაიკითხა ლექცია თემაზე – „ბიზნესის რეგულირების აქტუალური საკითხები ევროპაში“.
პროფ. დოქტორმა ლანგმა აღნიშნა, რომ ბიზნესის რეგულირების საკითხი ერთ–ერთი აქტუალურია გერმანიაში და მთლიანად ევროპაში. უამრავი ახალგაზრდა ბიზნესმენი აღმოჩნდა რეგულაციებთან დაკავშირებული სირთულეების წინაშე. პროფ. დოქტორმა ლანგმა გაანალიზა როგორც ამ პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზები, ასევე ბიზნესის უკეთ რეგულრიების ძირითადი შესაძლებლობები ევროპაში.
ლექციას ესწრებოდნენ სტუ–ს „ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის“ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები. სტუდენტების მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომლებიც შეეხებოდა გერმანიის და საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს. აგრეთვე, პროფ. დოქტორმა ლანგმა სტუდენტებს გაუზიარა ბიზნეს–საქმიანობასთან დაკავშირებული საკუთარი გამოცდილება.
ლექციის ბოლოს პროფ. დოქტორმა ლანგმა სტუდენტებთან განიხილა ასევე ევროკავშირში არსებული აქტუალური საკითხები, როგორიცაა „ბრექსიტი“ და მასთან დაკავშირებული სირთულეები, ასევე უპასუხა აქტუალურ შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა ბიზნესის რეგულირების აქტუალურ საკითხებ ევროპაში.
ლექცია მიმდინარეობდა გერმანულ ენაზე, სინქრონულ თარგმანს უზრუნველყოფდა ასისტენტ-პროფესორი ბესარიონ შერაზადაშვილი. ლექციამ დაიმსახურა სტუდენტების დიდი მოწონება. ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია სტუდენტებთან.