22 ნოე

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის თანამშრომელთა საყურადღებოდ!

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის  მსურველებს  გთხოვთ ა.წ.30 ნოემბრამდე დაფიქსირდეთ 711ა ოთახში
21 ნოე

ვისოლ ჯგუფის ვორქშოპი

ვისოლ ჯგუფის წევრი კომპანიები ვენდი’ს, დანკინ’, სმარტი და ვისოლი 3 დეკემბერს, 13:00 საათიდან ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქ. #8) გიწვევთ ვორქშოპზე
21 ნოე

კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი

ა/წ 19  ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი  
21 ნოე

საერთაშორისო კონფერენცია საბერძნეთში

2020 წლის 17 - 19 ივნისს  კუნძულ ჰიდრაზე (საბერძნეთი) ტარდება მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „კულტურა და ტურიზმი ჭკვიან, გლობალიზებულ და მდგრად სამყაროში“
20 ნოე

მივლინების ანგარიში

2019 წლის 5-7 ნოემბერს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, ქ. ფუნჩალში ჩატარდა ტურიზმის მე-11 საერთაშორისო კონგრესი - “The Image and Sustainability of Tourism Destinations”. კონგრესზე მიწვეული იყო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი
18 ნოე

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები

ინფორმაცია შვეიცარიის მთავრობის მიერ 2020–2022 წლებში საქართველოსთვის შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიების შესახებ
ყველა სიახლის ნახვა

ფინანსთა სამინისტროს აკადემია აცხადებს კონკურსს

10/24/2019 ფინანსთა სამინისტროს აკადემია სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს სასწავლო პროგრამაზე:

ფინანსური მენეჯმენტი და ანალიტიკური რეპორტინგი ინგლისურ ენაზე


კონკურსში გამარჯვებულები უფასოდ გაივლიან აღნიშნულ სასწავლო კურსს, სადაც მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ საქართველოს საფინანსო სისტემას, საერთაშორისო გამოცდილებას და მონაცემთა დამუშავების ტექნიკებს, ამასთან, ვინაიდან კურსი გაიმართება ინგლისურ ენაზე, მსნელელებს ექნებათ წვდომა მრავალფეროვან, საერთაშორისოდ აპრობირებულ ლიტერატურაზე.



საკითხები:

  • აღრიცხვა/ანგარიშგების წარმოების ფუნდამენტური საკითხები
  • ფინანსური ანალიზი
  • ფინანსური მენეჯმენტი
  • საქართველოს საფინანსო სექტორი და ფინანსური მოდელირება
  • მონაცემთა დამუშავება და ინტერაქტიული რეპორტინგი ექსელში


ტრენინგის დეტალები:

  •  ტრენერი: დავით გამყრელიძე
  •  ხანგრძლივობა: 20 სთ, 10 შეხვედრა
  •  სასწავლო დღეები: სამშაბათი 10:00-12:00, ხუთშაბათი 18:00-20:00
  •  პერიოდი: 19 ნოემბერი - 25 დეკემბერი


ჯგუფში განსაზღვრულია 20 მსმენელის შერჩევა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ინგლისური ენის B1 დონეზე მცოდნე, ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკური მიმართულების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

შერჩევის მეორე ეტაპზე კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ინგლისურ ენასა და უნარ-ჩვევებში.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია გამოცდა, რომლითაც განისაზღვრება სერტიფიკატის ხარისხი.

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • სამოტივაციო წერილი
  • რეზიუმე ( CV)
  • ცნობა GPA-ის შესახებ ან/და ნიშნების ფურცელი


განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 8 ნოემბერი 2019 წ.

ტესტირება უნარებსა და ინგლისურ ენაში: 14 ნოემბერი 2019 წ.

ტელ: (995 32) 226 10 26 შიდა 1140

ელ. ფოსტა: academy@mof.ge


Subject-ში მიუთითეთ კურსის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება!


--
საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ/ფაქსი: (+995 32) 237 54 34

www.gtu.ge



International Relations and Standards Office

Georgian Technical University

Tel / Fax: (+995 32) 237 54 34

www.gtu.ge