22 ნოე

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის თანამშრომელთა საყურადღებოდ!

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის  მსურველებს  გთხოვთ ა.წ.30 ნოემბრამდე დაფიქსირდეთ 711ა ოთახში
21 ნოე

ვისოლ ჯგუფის ვორქშოპი

ვისოლ ჯგუფის წევრი კომპანიები ვენდი’ს, დანკინ’, სმარტი და ვისოლი 3 დეკემბერს, 13:00 საათიდან ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქ. #8) გიწვევთ ვორქშოპზე
21 ნოე

კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი

ა/წ 19  ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი  
21 ნოე

საერთაშორისო კონფერენცია საბერძნეთში

2020 წლის 17 - 19 ივნისს  კუნძულ ჰიდრაზე (საბერძნეთი) ტარდება მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „კულტურა და ტურიზმი ჭკვიან, გლობალიზებულ და მდგრად სამყაროში“
20 ნოე

მივლინების ანგარიში

2019 წლის 5-7 ნოემბერს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, ქ. ფუნჩალში ჩატარდა ტურიზმის მე-11 საერთაშორისო კონგრესი - “The Image and Sustainability of Tourism Destinations”. კონგრესზე მიწვეული იყო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი
18 ნოე

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები

ინფორმაცია შვეიცარიის მთავრობის მიერ 2020–2022 წლებში საქართველოსთვის შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიების შესახებ
ყველა სიახლის ნახვა

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

10/11/2019

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

9 ოქტომბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ბიზნესტექნოლოგიების, სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების და საინჟინრო ეკონომიკის და მედიატექნოლოგიების ფაკულტეტების „დოქტორანტთა და მაგისტრანტთა ინტერდისციპლინური საერთაშორისო სასწავლო-კვლევითი კლასტერის - სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ერთეულის“ შექმნას.

ერთხმად იქნენ არჩეულნი „ბიზნესის ადმინისტრირების“ და „საბანკო პროცესების მართვის“ სამაგისტრო პროგრამების თანახელმძღვანელები: „ბიზნესის ადმინისტრირების“ სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელად - ასოც. პროფ. ხათუნა ხარხელაური, ხოლო „საბანკო პროცესების მართვის“ სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელად - პროფ. რატი ბურდიაშვილი.

საქართველოს ბანკის წარმომადგენლები შეხვდნენ ფაკულტეტის საბჭოს წევრებს. ბანკის თანამშრომლებმა გააცნეს სერვისები, რომლებსაც თავაზობს ბანკი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს.