22 ნოე

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის თანამშრომელთა საყურადღებოდ!

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის  მსურველებს  გთხოვთ ა.წ.30 ნოემბრამდე დაფიქსირდეთ 711ა ოთახში
21 ნოე

ვისოლ ჯგუფის ვორქშოპი

ვისოლ ჯგუფის წევრი კომპანიები ვენდი’ს, დანკინ’, სმარტი და ვისოლი 3 დეკემბერს, 13:00 საათიდან ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქ. #8) გიწვევთ ვორქშოპზე
21 ნოე

კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი

ა/წ 19  ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი  
21 ნოე

საერთაშორისო კონფერენცია საბერძნეთში

2020 წლის 17 - 19 ივნისს  კუნძულ ჰიდრაზე (საბერძნეთი) ტარდება მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „კულტურა და ტურიზმი ჭკვიან, გლობალიზებულ და მდგრად სამყაროში“
20 ნოე

მივლინების ანგარიში

2019 წლის 5-7 ნოემბერს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, ქ. ფუნჩალში ჩატარდა ტურიზმის მე-11 საერთაშორისო კონგრესი - “The Image and Sustainability of Tourism Destinations”. კონგრესზე მიწვეული იყო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი
18 ნოე

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები

ინფორმაცია შვეიცარიის მთავრობის მიერ 2020–2022 წლებში საქართველოსთვის შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიების შესახებ
ყველა სიახლის ნახვა

ტრენინგ-მასტერკლასი სტუდენტებისათვის

10/09/2019

ტრენინგ-მასტერკლასი სტუდენტებისათვის


ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

გპირდებით, რომ წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ ისეთი ღონისძიებების შემოთავაზებას, რომლებიც დაგეხმარებათ მიმდინარე და ასევე მომდევნო წლების ნაყოფიერად დაგეგმვაში!
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა შემოგთავაზოთ უნივერსალური ხასიათის ტრენინგ-მასტერკლასი - „შენი კარიერული წარმატებისთვის!" - რომელსაც გაუძღვება Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო ტრენერი, რომელიც ასევე არის სერტიფიცირებული ტრენერი და მენტორი მეწარმეობაში, (ჩატარებული აქვს ტრენინგები ევროპის 7 ქვეყანაში), British Councils და USAID/Georgia-ს „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ და „პროაქტივ ჯგუფი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტი, გიორგი აგირბაია!

მხოლოდ ერთი დღით, სრულიად უფასოდ! შენი კარიერული წარმატებისთვის! #შემოგვიერთდი!
ტრენინგის მთავარი მიზანია სტუდენტებს გაუადვილოს უნივერსიტეტში ახალ სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია და დაეხმაროს მათ სასწავლო წლის ეფექტიანად დაგეგმვაში, აქტიური & მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებისთვის.

ვისთვის არის ეს ტრენინგ-მასტერკლასი:
• ეძებთ სიახლეებს და საინტერესო შესაძლებლობებს პიროვნული & კარიერული განვითარებისთვის;
• დაინტერესებული ხარ საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის მარტივი და ეფექტური გზების გაცნობით და ათვისებით;
• გეგმავ ევროპაში სწავლის გაგრძელებას ან უბრალოდ დაინტერესებული ხარ გაიგო მეტი, როგორ ისწავლო და იმოგზაურო ევროპაში სრულიად უფასოდ!!! (ტრენერი გაგიზიარებთ 35-მდე ქვეყანაში მოგზაურობის პირად გამოცდილებას)
• გაინტერესებს, როგორ გახადო შენი სტუდენტური ცხოვრება უფრო აქტიური, პროდუქტიული და მრავალფეროვანი!

მაშინ ეს ღონისძიება ზუსტად შენთვისაა!!
ტრენინგ-მასტერკლასზე მონაწილეობისთვის საჭიროა ახლავე შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა, რადგან ადგილები შეზღუდულია, მაგრამ დასწრება უფასოა: https://forms.gle/nWMv52bNVtwJvcZE8, რომლის შემდეგაც ჩვენ დაგიკავშირდებით;

ტრენინგ-მასტერკლასი ტარდება სტუ-ს ბიზნესტექნოლიგიების ფაკულტეტთან თანამშრომლობით, ამავე ფაკულტეტის ბაზაზე.
შეხვედრის დრო: 11 ოქტომბერი, პარასკევი, 15:00-დან 17:00-მდე!
ადგილი: სტუ, VI კორპუსი, 710ა აუდიტორია, (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77.)
-------------------------------------------------------------------------------------
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენი ინსტიტუტის გვერდზე,
შევხდებით ტრენინგზე!

ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტის გუნდი