11 ოქტ

საჯარო ლექციების ციკლი

2019 წლის 25 ოქტომბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  საჯარო ლექციებს ჩაატარებენ „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორები: შტეფან ჰუტერი,  ვილჰელმ ჰაუზერი.
11 ოქტ

კონფერენციის შრომების კრებული

“გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული
11 ოქტ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

9 ოქტომბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
10 ოქტ

ჩატარდა საჯარო ლექცია

09 ოქტომბერს ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “რეპრესირებული მოდერნისტი პოეტი ვანლერ დაისელი (ივანე ბაბუაძე) და მისი შემოქმედება”. ლექცია წაიკითხა ისტორიკოსმა, მკვლევარმა - ლევან ჟვანიამ
09 ოქტ

ტრენინგ-მასტერკლასი სტუდენტებისათვის

უნივერსალური ხასიათის ტრენინგ-მასტერკლასი - „შენი კარიერული წარმატებისთვის!" - რომელსაც გაუძღვება Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო ტრენერი, რომელიც ასევე არის სერტიფიცირებული ტრენერი და მენტორი მეწარმეობაში,  British Councils და USAID/Georgia-ს „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ და „პროაქტივ ჯგუფი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტი, გიორგი აგირბაია
09 ოქტ

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში
ყველა სიახლის ნახვა

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი

10/09/2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში.

აღნიშნულ პროექტის ფარგლებში ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულია კიდევ ერთი საინტერესო და სასარგებლო პროექტი.

მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩვენს თანამშრომლებს, პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს ექსკლუზიური საშუალება ეძლევათ გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი და მიიღონ ძალიან საჭირო ინფორმაცია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ.

კურსი დაგეხმარებათ მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია თუ როგორ უნდა დაიცვათ თქვენი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები და წარმატებით გამოიყენოთ სამეწარმეო საქმიანობაში. კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 13 ოქტომბრამდე.

კურსის გავლა შესაძლებელია ინგლისურ და რუსულ ენაზე.

კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ინსტრუქციები იხილეთ ბმულზე.

ასევე რეგისტრაციისათვის მიყევით ამ ლინკს:


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ერთობლივად ანხორციელებენ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური და სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტი, ხოლო პროექტის სტუ-ს „ინოვაციების ცენტრი“-ს ეგიდით ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდეთ: მისამართი: სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი N221; ოთახი N223; ან დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: ტელ: 2 36 51 29 ან მობ: +995 551 12 40 40 (ლუკა);