22 ნოე

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის თანამშრომელთა საყურადღებოდ!

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის  მსურველებს  გთხოვთ ა.წ.30 ნოემბრამდე დაფიქსირდეთ 711ა ოთახში
21 ნოე

ვისოლ ჯგუფის ვორქშოპი

ვისოლ ჯგუფის წევრი კომპანიები ვენდი’ს, დანკინ’, სმარტი და ვისოლი 3 დეკემბერს, 13:00 საათიდან ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქ. #8) გიწვევთ ვორქშოპზე
21 ნოე

კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი

ა/წ 19  ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი  
21 ნოე

საერთაშორისო კონფერენცია საბერძნეთში

2020 წლის 17 - 19 ივნისს  კუნძულ ჰიდრაზე (საბერძნეთი) ტარდება მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „კულტურა და ტურიზმი ჭკვიან, გლობალიზებულ და მდგრად სამყაროში“
20 ნოე

მივლინების ანგარიში

2019 წლის 5-7 ნოემბერს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, ქ. ფუნჩალში ჩატარდა ტურიზმის მე-11 საერთაშორისო კონგრესი - “The Image and Sustainability of Tourism Destinations”. კონგრესზე მიწვეული იყო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი
18 ნოე

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები

ინფორმაცია შვეიცარიის მთავრობის მიერ 2020–2022 წლებში საქართველოსთვის შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიების შესახებ
ყველა სიახლის ნახვა

საგამომცემლო სახლ „ტექნიკურ უნივერსიტეტის“ გამოცემებს ციფრული ობიექტის ინდექსი (DOI) მიენიჭა

10/08/2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ მიერ გამოცემულ სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულში განთავსებულ პუბლიკაციებს მიენიჭა ციფრული ობიექტის ინდექსი (DOI), რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CrossRef-ს შორის 2019 წლის, ივნისში, გაფორმებული ხელშეკრულება.

ეს თავის მხრივ  უზრუნველყოფს სამეცნიერო ნაშრომის ხელმისაწვდომობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად, გაზრდის სამუშაოს ციტირებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სააგენტო CrossRef-ის წევრია. CrossRef-თან ურთიერთობის რეგულირებას, სტუ-ის სამეცნიერო პუბლიკაციების ინდექსირებისა და აღრიცხვიანობის სამუშაოებს ასრულებს სტუ-ის ინსტიტუტი ტექინფორმი.