13 ნოე

ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრი

2020 წლის თებერვალში ტექნოპარკში გაიმართება ბიზნეს ქეისების შეჯიბრი, რომელიც ათამდე წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტებს გააერთიანებს
11 ნოე

სპეციალურად სტუდენტებისთვის - სწავლის შედეგების შეფასების გასაჩივრება და საპატიო მიზეზით გაცდენილი შეფასების/გამოცდის აღდგენა

ამონაწერი "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის
მართვის ინსტრუქციიდან" (მუხლი 8)
08 ნოე

წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" IV ეტაპის განხორციელებას იწყებს
08 ნოე

შუალედური გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2019-20 სასწავლო წლის პირველი   სემესტრის   შუალედური გამოცდების ცხრილი
07 ნოე

თემატური შეხვედრა

თემატური შეხვედრა  საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას შორის გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებასთან დაკავშირებით
07 ნოე

სტუდენტები სასტუმრო „გალერი პალასს“ ესტუმრნენ

31 ოქტომბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „სასტუმრო მომსახურების“ საბაკალვარო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსელი სტუდენტები და  საგნის  „სასტუმრო სერვისის საფუძვლების“ წამყვანი პროფესორი თამარ ქობლიანიძე გასვლითი ღონისძიების ფარგლებში სასტუმრო „გალერი პალასს“ ესტუმრნენ
ყველა სიახლის ნახვა

საჯარო ლექცია

10/07/2019

09 ოქტომბერს, 14:00 საათზე ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 710ა აუდიტორიაში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე "რეპრესირებული მოდერნისტი პოეტი ვანლერ დაისელი (ივანე ბაბუაძე) და მისი შემოქმედება".
დასწრება თავისუფალია.
ლექციის მოდერატორი /ისტორიკოსი, მკვლევარი/ - ლევან ჟვანია.
აღსანიშნავია, მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა ქართველი პოეტი ვანლერ დაისელი (ივანე ბაბუაძე). ვანლერ დაისელი ცნობილი ლიტერატურული ორდენის „სომნამბულების“ დამფუძნებელია. ის თავისი შემოქმედებით მუდმივად აპროტესტებდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას.
დაისელი იყო ერთ-ერთი პირველი შემოქმედი, რომელიც დაუპირისპირდა ბოლშევიკურ რეჟიმს. მან 1922 წელს, 19 წლისამ დაწერა შემდეგი სიტყვები: „ისეთი ჩაგვრა და დამცირება, როგორიც დღეს აქვს ქართველ ერს, ისტორიის არცერთ მონაკვეთში არ ჰქონია..“
მხოლოდ 1922-1925 წლებში სამჯერ იქნა დაპატიმრებული ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის. არაერთი დაკავების და სისტემატიური დევნის მიუხედავად, არ უშინდებოდა არსებულ რეჟიმს. პოეტი ბოლშევიკებმა 1929 წელს მეოთხედ დააპატიმრეს და 3 წლით გადაასახლეს. ვანლერ დაისელი გადასახლებიდან არ დაბრუნებულა.
1932 წელს ქრება პოეტის კვალი. სავარაუდოდ, ის გადასახლებაში მოკლეს, როგორც ბოლშევიკური მთავრობის აქტიური მოწინააღმდეგე.