11 ოქტ

საჯარო ლექციების ციკლი

2019 წლის 25 ოქტომბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  საჯარო ლექციებს ჩაატარებენ „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორები: შტეფან ჰუტერი,  ვილჰელმ ჰაუზერი.
11 ოქტ

კონფერენციის შრომების კრებული

“გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული
11 ოქტ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

9 ოქტომბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
10 ოქტ

ჩატარდა საჯარო ლექცია

09 ოქტომბერს ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “რეპრესირებული მოდერნისტი პოეტი ვანლერ დაისელი (ივანე ბაბუაძე) და მისი შემოქმედება”. ლექცია წაიკითხა ისტორიკოსმა, მკვლევარმა - ლევან ჟვანიამ
09 ოქტ

ტრენინგ-მასტერკლასი სტუდენტებისათვის

უნივერსალური ხასიათის ტრენინგ-მასტერკლასი - „შენი კარიერული წარმატებისთვის!" - რომელსაც გაუძღვება Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო ტრენერი, რომელიც ასევე არის სერტიფიცირებული ტრენერი და მენტორი მეწარმეობაში,  British Councils და USAID/Georgia-ს „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ და „პროაქტივ ჯგუფი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტი, გიორგი აგირბაია
09 ოქტ

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში
ყველა სიახლის ნახვა

საგრანტო კონკურსი უნვიერსიტეტებისთვის

09/20/2019 მოგესალმებით,


გაცნობებთ, რომ ევროპის საბჭო აცხადებს საგრანტო კონკურსს უნვიერსიტეტებისთვის მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას შემდეგი მიმართულებებით:

- დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელება და ნეგატიური გავლენა ადამიანების კეთილდღეობაზე, მოწყველად ჯგუფებზე და ფართო საზოგადოებაზე საქართველოში;

- უმცირესობებისა და სხვა მოწყველადი ჯგუფების უფლებები და მრავალფეროვნება ქართულ საზოგადოებაში;

- დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები;

- საქართველოში მშვიდობასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში რა წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებსა და საქართველოში მოქმედ ანტი-დისკრიმინაციულ კანონებს.


პროექტების წარდგენა შეუძლიათ უნივერსიტეტებს თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და აჭარიდან. თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 4 000 ევრო.


პროექტების შემოტანის ბოლო ვადა: 2019 წლის 17 ოქტომბერი.


აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tenders.antidiscrimination@coe.int  სათაურით Georgia – small grant proposal


საგრანტო კონკურსი ცხადდება ევროპის საბჭოს პროექტის “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” ფარგლებში.


მეტი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://www.coe.int/ka/web/tbilisi/-/call-for-proposals-for-small-grants-for-universities


სს,

ნინო




Nino Kheladze
Project Assistant
‘Fight against discrimination, hate crimes and hate speech in Georgia’

Council of Europe Office in Georgia
Tel. +(995 32) 291 38 70/71
http://www.coe.int
nino.kheladze@coe.int