11 ოქტ

საჯარო ლექციების ციკლი

2019 წლის 25 ოქტომბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  საჯარო ლექციებს ჩაატარებენ „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორები: შტეფან ჰუტერი,  ვილჰელმ ჰაუზერი.
11 ოქტ

კონფერენციის შრომების კრებული

“გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული
11 ოქტ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

9 ოქტომბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
10 ოქტ

ჩატარდა საჯარო ლექცია

09 ოქტომბერს ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “რეპრესირებული მოდერნისტი პოეტი ვანლერ დაისელი (ივანე ბაბუაძე) და მისი შემოქმედება”. ლექცია წაიკითხა ისტორიკოსმა, მკვლევარმა - ლევან ჟვანიამ
09 ოქტ

ტრენინგ-მასტერკლასი სტუდენტებისათვის

უნივერსალური ხასიათის ტრენინგ-მასტერკლასი - „შენი კარიერული წარმატებისთვის!" - რომელსაც გაუძღვება Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო ტრენერი, რომელიც ასევე არის სერტიფიცირებული ტრენერი და მენტორი მეწარმეობაში,  British Councils და USAID/Georgia-ს „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ და „პროაქტივ ჯგუფი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტი, გიორგი აგირბაია
09 ოქტ

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში
ყველა სიახლის ნახვა

ევროკავშირის საგრანტო კონკურსი

09/20/2019 მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან 2018 წლის ნოემბერში ხელი მოაწერა ფინანსურ შეთანხმებას: „Support on Skills Development and Matching for Labour Market Needs'/Skills for Jobs Programme“, რომლის მიზანია ადამიანური კაპიტალის განვითარება საქართველოს შერჩეულ რეგიონებში.

აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და ა.შ.

კონკურსის პირობების: საგრანტო თემატიკის, შერჩევის კრიტერიუმების, განაცხადის გაკეთების პროცედურების, ბიუჯეტისა და ა.შ. შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილა ქვემოთ მოცემულ ლინკზე განთავსებულ გზამკვლევში: „Skills 4 Jobs Guidelines”.
(https://webgate.ec.europa.eu/europeaid/online-services/index.cfm?ADSSChck=1568201515908&do=p...)

აქვე გაცნობებთ, რომ განცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2019 წლის 21 ოქტომბერი, 13:00 ბრიუსელის დროით.

გისურვებთ წარმატებებეს,

გვანცა




გვანცა ტოროშელიძე
პარტნიორობის განვითარების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
0102 თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52
ტელ: +995 32 2 200 220
მობ: +995 595 01 03 11
E-Mail: gtoroshelidze@mes.gov.ge
Web: www.mes.gov.ge