11 ოქტ

საჯარო ლექციების ციკლი

2019 წლის 25 ოქტომბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  საჯარო ლექციებს ჩაატარებენ „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორები: შტეფან ჰუტერი,  ვილჰელმ ჰაუზერი.
11 ოქტ

კონფერენციის შრომების კრებული

“გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული
11 ოქტ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

9 ოქტომბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
10 ოქტ

ჩატარდა საჯარო ლექცია

09 ოქტომბერს ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “რეპრესირებული მოდერნისტი პოეტი ვანლერ დაისელი (ივანე ბაბუაძე) და მისი შემოქმედება”. ლექცია წაიკითხა ისტორიკოსმა, მკვლევარმა - ლევან ჟვანიამ
09 ოქტ

ტრენინგ-მასტერკლასი სტუდენტებისათვის

უნივერსალური ხასიათის ტრენინგ-მასტერკლასი - „შენი კარიერული წარმატებისთვის!" - რომელსაც გაუძღვება Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო ტრენერი, რომელიც ასევე არის სერტიფიცირებული ტრენერი და მენტორი მეწარმეობაში,  British Councils და USAID/Georgia-ს „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ და „პროაქტივ ჯგუფი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტი, გიორგი აგირბაია
09 ოქტ

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში
ყველა სიახლის ნახვა

,,OriGIn”-ის გენერალური ასამბლეის სესიის გამართვა

09/16/2019
მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ 2019 წლის, 24 სექტემბერს, ქ. თბილისში, სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის“ და გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსის - ,,OriGIn” ორგანიზებით, იგეგმება ,,OriGIn”-ის გენერალური ასამბლეის სესიის გამართვა.

გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსი - ,,OriGIn” წარმოადგენს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანებულია 40-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის საქართველო) 500-მდე მეწარმეთა ასოციაცია და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციები. მისი ძირითადი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების ფორმირებასა და მდგრად განვითარებას, დაეხმაროს მწარმოებლებს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასა და უფლებების აღსრულებაში როგორც ეროვნულ, ისე, საერთაშროსო დონეზე, განახორციელოს საგანმანათლებლო და პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

საქართველო, როგორც გლობალური ალიანსის - ,,OriGIn” გენერალური ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა, სამ დღიანი ღონისძიების მსვლელობის განმავლობაში, იქცევა გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო ცენტრად. ასამბლეას, დაესწრებიან ალიანსის წევრი ისეთი ცნობილი გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქტების მწარმოებლები, როგორიც არის, ,,ტეკილა“, ,,პროსეკო“, ,,ბავარიული ლუდი“, ,,ყველი პარმიჯანო რეჯანო“, ,,მოდენას ბალზამიკოს ძმარი“, ,,პარმას ლორი“ და სხვ.).

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის (EUIPO), გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების უწყების, იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ასამბლეის ფარგლებში, დაგეგმილია ასევე კონფერენციისა და გამოფენის გამართვა, რომელშიც გარდა ზემოთ მითითებული მსოფლიოში ცნობილი გეოგრაფიული აღნიშვნების მწარმოებლებისა, მონაწილეობას მიიღებენ ასევე, ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებით დაცული პროდუქტების მწარმოებლებიც.

აღნიშნული ღონისძიების ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის პოპულარიზაციას, ამ სფეროში ქართველ მეწარმეთა ცნობიერების ამაღლებას, უცხოელ მეწარმეებთან კონტაქტების დამყარებას და მათთვის ქართული პროდუქციის გაცნობას.

ღონისძიება გაიმართება 2019 წლის 24 სექტემბერს - სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”-ში, თბილისი, საქართველო.

გთხოვთ, წარმოადგინოთ კანდიდატურა და დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ა.წ.13 სექტემბრამდე. საკონტაქტო პირი: საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - ხათუნა ციმაკურიძე (ელ-ფოსტა: ktsimakuridze@sakpatenti.org.ge) ტელ: +995 555585811.



p.s.

ამასთან, გაცნობებთ, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილება პარალელური სესიების ფარგლებში, შესაბამისად თქვენი დაინტერესების მიხედვით, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სესიაზე შემდეგი ბმულის მეშვეობით:

აქვე გაცნობებთ, რომ საერთაშორისო კონფერენციაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილება პარალელური სესიების ფარგლებში. შესაბამისად თქვენი დაინტერესების მიხედვით, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სესიაზე შემდეგი ბმულის მეშვეობით:

https://www.origin-gi.com/origin-biannual-meeting/origin-biannual-meeting/individual-registration.ht...


გთხოვთ ა.წ. 13 სექტემბრამდე, ინსტრუქციის მიხედვით დარეგისტრირდეთ კონფერენციაზე (24 სექტემბერი) და მონიშნოთ გრაფა - member!

ქართველი მონაწილეეებისთვის რეგისტრაცია და კონფერენციაზე დასწრება არის უფასო.


დანართი: დღის წესრიგი

ელ-რეგისტრაციის ინსტრუქცია



პატივისცემით,
ხათუნა ციმაკურიძე

Khatuna Tsimakuridze
International Affairs Officer
Department of International Affairs and Project Management

5 Antioch str.
Mtskheta, 3300 Georgia
Tel: (+995 322) 252 533 (143)
Mobile: (+995 555) 585811

E-mail: ktsimakuridze@sakpatenti.org.ge

www.sakpatenti.org.ge