22 ნოე

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის თანამშრომელთა საყურადღებოდ!

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის  მსურველებს  გთხოვთ ა.წ.30 ნოემბრამდე დაფიქსირდეთ 711ა ოთახში
21 ნოე

ვისოლ ჯგუფის ვორქშოპი

ვისოლ ჯგუფის წევრი კომპანიები ვენდი’ს, დანკინ’, სმარტი და ვისოლი 3 დეკემბერს, 13:00 საათიდან ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქ. #8) გიწვევთ ვორქშოპზე
21 ნოე

კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი

ა/წ 19  ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართა კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი  
21 ნოე

საერთაშორისო კონფერენცია საბერძნეთში

2020 წლის 17 - 19 ივნისს  კუნძულ ჰიდრაზე (საბერძნეთი) ტარდება მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „კულტურა და ტურიზმი ჭკვიან, გლობალიზებულ და მდგრად სამყაროში“
20 ნოე

მივლინების ანგარიში

2019 წლის 5-7 ნოემბერს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, ქ. ფუნჩალში ჩატარდა ტურიზმის მე-11 საერთაშორისო კონგრესი - “The Image and Sustainability of Tourism Destinations”. კონგრესზე მიწვეული იყო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი
18 ნოე

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები

ინფორმაცია შვეიცარიის მთავრობის მიერ 2020–2022 წლებში საქართველოსთვის შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიების შესახებ
ყველა სიახლის ნახვა

უნივერსიტეტების როლი რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროცესში

09/16/2019 მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ სამშაბათს 24 სექტემბერს, სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინნ“ ( მის: 26 მაისის მოედანი 1, თბილისი) გაიმართება ღონისძიება: უნივერსიტეტების როლი რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროცესში.

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმობა კვლევის: ,,სამოქალაქო აქტორების ჩართულობა რეგიონული პოლიტიკის პროცესში“ პრეზენტაციას. კვლევაში გაანალიზებულია სამოქალაქო აქტორების: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ბიზნესებისა და უნივერსიტეტების პოლიტიკის კეთების პროცესში ჩართულობის პრაქტიკა საქართველოში.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა უნივერსიტეტების მიერ გამოყენებითი კვლევების შემუშავების პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებს, მათზე რეაგირების გზებსა და თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ მსჯელობას.

თანდართულია ღონისძიების დღის წესრიგი. Agenda_24_09_2019

სიამოვნებით ვიწვევთ თქვენი უნივერსიტეტის დაინტერესებულ აკადემიურ პერსონალს ღონისძიებაზე.

გთხოვთ, დაადასტუროთ თქვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობა არაუგვიანეს ა.წ 20 სექტემბრისა და შეგვატყობინოთ იმ პირთა ვინაობა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ შეხვედრაში. აკადემიურ პერსონალთან ერთად, სასურველია შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს რამდენიმე წარმატებულმა სტუდენტმაც.

ღონისძიება ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) ფარგლებში.

--
პატივისცემით,
სალომე სიჭინავა

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, პროექტის კოორდინატორი
მობ.: +995 598 39 88 81
ვებ-გვერდი: ctc.org.ge