11 ოქტ

საჯარო ლექციების ციკლი

2019 წლის 25 ოქტომბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  საჯარო ლექციებს ჩაატარებენ „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორები: შტეფან ჰუტერი,  ვილჰელმ ჰაუზერი.
11 ოქტ

კონფერენციის შრომების კრებული

“გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული
11 ოქტ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

9 ოქტომბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
10 ოქტ

ჩატარდა საჯარო ლექცია

09 ოქტომბერს ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “რეპრესირებული მოდერნისტი პოეტი ვანლერ დაისელი (ივანე ბაბუაძე) და მისი შემოქმედება”. ლექცია წაიკითხა ისტორიკოსმა, მკვლევარმა - ლევან ჟვანიამ
09 ოქტ

ტრენინგ-მასტერკლასი სტუდენტებისათვის

უნივერსალური ხასიათის ტრენინგ-მასტერკლასი - „შენი კარიერული წარმატებისთვის!" - რომელსაც გაუძღვება Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო ტრენერი, რომელიც ასევე არის სერტიფიცირებული ტრენერი და მენტორი მეწარმეობაში,  British Councils და USAID/Georgia-ს „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ და „პროაქტივ ჯგუფი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტი, გიორგი აგირბაია
09 ოქტ

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში
ყველა სიახლის ნახვა

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა-სემინარზე ბულგარეთში

09/16/2019

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა-სემინარზე ბულგარეთში

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 4 სტუდენტი ( გოგა გელიტაშვილი, მარიამ ოგანესიანი, ჟანა ანტონიანი, მარიამ ზაალიშვილი) და პროფესორ-მასწავლებლები (ელისაბედ მალანია, თამარ ბერიძე, ნატალია ჭანტურია, ბელა გოდერძიშვილი, ხათუნა ხარხელაური, ლია ბერიკაშვილი) 2019 წლის 26-30 აგვისტოს იმყოფებოდნენ ბულგარეთში, ქ. ვარნის თავისუფალი უნივერსიტეტის „ჩერნორიზეც ხრაბერი“ („Chernorizets Hrabar" - VFU) „საერთაშორისო ეკონომიკისა და ადმინისტრირების“ ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლა-სემინარზე თემატიკით „ტურიზმი - როგორც საზოგადოებრივი განვითრების მდგრადი ფაქტორი“.
პროფესორ-მასწავლებლები შეხვდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ფაკულტეტის დეკანს, დოქტორანტურის მიმართულების ხელმძღვანელს, რუსული კულტურის ცენტრის დირექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს. ლექცია-სემინარები ჩაატარეს ვარნის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა: პ.პავლოვმა (პრორექტორი), ს. ავჩაროვამ, მ. ველიკოვამ, გ. ჟელიაზკოვამ და ვ. ნიკოლაევამ. სტუდენტებს და პროფესორებს გადაეცათ მასალები შემდგომი სამუშაოებისთვის .
ტრენინგების თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: ცვლილებების მენეჯმენტი; ტურიზმის მდგრადი მართვა; სტრატეგიული მენეჯმენტი ტურიზმში; ტურიზმის სივრცითი განვითარება; ინტეგრაციული და ევროპული ფონდები; ორგანიზაციული ქცევა ტურიზმში. (ლექციების პროგრამა და სალექციო მასალები ანგარიშს თან ახლავს). ტრენინგები მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში. თითოეულმა მონაწილეობა მიიღო ანკეტურ გამოკითხავაში. ტრენინგების დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა ორენოვანი სერტიფიკატი.
აღნიშნულ უნივერსიტეტთან საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.