18 ოქტ

სტუდენტთა საყურადღებოდ!

Preview   2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში ინდივიდუალურ საგანმანათლებლო
პროგრამაზე გადასვლის მსურველთა საყურადღებოდ!
18 ოქტ

მაგისტრანტთა საყურადღებოდ !

მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების შესახებ
18 ოქტ

მივლინების ანგარიში


2019 წლის 19-20 სექტემბერს მაიამიში (ფლორიდა, აშშ-ში) ჩატარდა მე-4-ე საერთაშორისო კონგრესი და გამოფენა მიძღვნილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეპიდემიოლოგიისა და კვების საკითხებისადმი,  სადაც მიწვეული იყო ტურიზმის ფაკულტეტის  ასოცირებულ პროფესორი მანანა ვასაძე, რომლის  პრეზენტაციამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა, რაც გამოიხატა იმ სამადლობელ წერილში, რომელიც კონგრესის აღმასრულებელმა კომეტეტმა გამოუგზავნა რექტორს ბ-ნ არჩილ ფრანგიშვილსა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს ქ-ნ რუსუდან ქუთათელაძეს
11 ოქტ

საჯარო ლექციების ციკლი

2019 წლის 25 ოქტომბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  საჯარო ლექციებს ჩაატარებენ „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორები: შტეფან ჰუტერი,  ვილჰელმ ჰაუზერი.
11 ოქტ

კონფერენციის შრომების კრებული

“გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული
11 ოქტ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

9 ოქტომბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
ყველა სიახლის ნახვა

კონფერენცია “ხელისუფლება და საზოგადოება – 2019“

09/16/2019

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
ღია დიპლომატიის ასოციაცია
სამეცნიერო ჟურნალი „ხელისუფლება და საზოგადოება (ისტორია, თეორია პრაქტიკა)


XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
“ხელისუფლება და საზოგადოება – 2019“


კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, VI კორპუსი

კონფერენციის ელ-ფოსტა: geoandopendip@yahoo.com

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2019 წლის 25-26 ოქტომბერი

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები:

• “საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა და მეთოდოლოგია”
• “დიპლომატიის თეორია, ისტორია, პრაქტიკა”
• “ისტორიის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ფილოსოფიური გაკვეთილები”
• “საჯარო მმართველობისა და სახელმწიფო მართვის სამართლებრივი საფუძვლები”
• “საჯარო მმართველობისა და სახელმწიფო მართვის ეკონომიკური საკითხები”
• “პოლიტიკა და კულტურა”
• “სახელმწიფო და რელიგია”
• „ეროვნული უშიშროებისა და უსაფრთხოების სისტემები და მართვა“
• „საქართველოს ევროინტეგრაციის აქტუალური პრობლემები“.


კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ :

 აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს
 აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს
 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს
 დოქტორანტურის, მაგისტრატურის და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს
 სწავლულ-ეკონომისტებს
 მედიის სფეროს წარმომადგენლებს
 დამოუკიდებელ მკვლევარებს
 ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის მოხსენებაც დააკმაყოფილებს აკადემიურ მოთხოვნებს და შესაბამისობაში იქნება პროგრამით გათვალისწინებულ მიმართულებებთან

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმები:

 მოხსენების წარდგენა ინდივიდუალურად და ჯგუფურად
 მოხსენების წარდგენა ონლაინ ვიდეო რეჟიმში
 კონფერენციაში ჩართვა მონაწილის სტატუსით
 კონფერენციაში ჩართვა სტუმრის/დაინტერესებული პირის სტატუსით

კონფერენციით გათვალისწინებულია:

 ქართველ და უცხოელ მეცნიერ-მკვლევართა შრომებისა და კვლევების გაცნობა
 კონფერენციის კრებულის გამოცემა ISBN კოდით
 კონფერენციაზე მონაწილეობის სერთიფიკატის გაცემა
 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება
 პარტნიორული ურთიერთობების ფორმირება და კონტაქტების დამყარება
 კვლევითი პროექტის დაგეგმვისა და ორგანიზების შესაძლებლობის წარმოდგენა
 კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან შრომების წარდგენისა და დისკუსიის მოწყობის პლატფორმის ფორმირება
 კულტურული ღონისძიებები

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი :

არჩილ ფრანგიშვილი – თავმჯდომარე
ზურაბ გასიტაშვილი
ქეთევან ქოქრაშვილი
რუსუდან ქუთათელაძე
გენადი იაშვილი
შოთა დოღონაძე
ოთარ ბაღათურია
ოთარ ქოჩორაძე
გიორგი ცავა


სარედაქციო საბჭოს შემადგენლობა:

შოთა დოღონაძე – თავმჯდომარე
გიორგი ბაღათურია
თინათინ იაშვილი
თამარ რევაზიშვილი
ბესიკ შერაზადიშვილი.

ძირითადი ვადები :

 სტატიის წარდგენა: 10 სექტემბერი - 10 ოქტომბერი
 კონფერენციაში ჩართვის დადასტურება: 10-15 ოქტომბერი
 სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა 15 ოქტომბერი
 კონფერენციის ჩატარება: 25-26 ოქტომბერი

სარეგისტრაციო მოსაკრებელი: კონფერენციაში მონაწილეობის მოსაკრებელი შეადგენს 50 ლარს, უცხოელებისათვის 50 ევროს.
  
ეროვნულ ვალუტაში ჩარიცხვისათვის (GEL):
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში:
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 708977259
ბანკის დასახელება -სახელმწიფო ხაზინა;
ბანკის კოდი -TRESGE22;
დანიშნულება- 262

უცხოურ ვალუტაში ჩარიცხვისათვის (EUR):
Intermediary:
DEUTSCHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE
SWIFT CODE : MARKDEFF
ACC: 5040040060
Beneficiary’s bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE : BNLNGE22
Beneficiary: LEPL GEORGIAN TECHNICAL UNIVERSITY (vial code: 799780082)
IBAN: GE65NB0331100001150207

უცხოურ ვალუტაში ჩარიცხვისათვის $ (USD):
Intermediary:
FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA
SWIFT CODE : FRNYUS33
ACC:021087992 GEORG
Beneficiary’s bank:
NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI
SWIFT CODE : BNLNGE22
Beneficiary: LEPL GEORGIAN TECHNICAL UNIVERSITY (vial code: 799780082)
IBAN: GE65NB0331100001150207

განთავსება & ტრანსფერი: აეროპორტში/სადგურზე დახვედრის ორგანიზება;

გაფორმების ინსტრუქცია :

სამეცნიერო ნაშრომის მოცულობა:

A4 ფორმატის 4-7 გვერდი. შრიფტი: Sylfaen, რუსული და ინგლისური ენებისათვის – Times New Roman. საილუსტრაციო მასალა (ნახაზები, დიაგრამები, გრაფიკები, ფოტო მასალა) წარმოდგენილი უნდა იქნას - MS Word-ით. ყველა არე - 2 სმ. ინტერვალი -1,5 შრიფტის ზომა - 12, აბზაცი - 1,25.

ტექსტის სტრუქტურა:

- ნაშრომის სათაური
- გვარი, სახელი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სამეცნიერო წოდება
- აბსტრაქტი
- საკვანძო სიტყვები
- ძირითადი ტექსტი
- დასკვნა
- გამოყენებული ლიტერატურა
- ნაშრომის სათაური ინგლისურ ენაზე
- გვარი, სახელი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, სამეცნიერო წოდება ინგლისურ ენაზე
- რეზიუმე ინგლისურ ენაზე (100-150 სიტყვა)

საორგანიზაციო კომიტეტი: ტელ.: 236-45-14, 599 301 803

მოხსენების ტექსტი წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონულ ფორმატში. ელექტრონული ვერსია უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე - geoandopendip@yahoo.com

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ჟურნალებში:
„ხელისუფლება და საზოგადოება (ისტორია, თეორია, პრაქტიკა“) და“Scripta Manent”
და განთავსდება ვებ-გვერდზე: http://odageorgia.ge/?page=gamocemebi