11 ოქტ

საჯარო ლექციების ციკლი

2019 წლის 25 ოქტომბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  საჯარო ლექციებს ჩაატარებენ „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორები: შტეფან ჰუტერი,  ვილჰელმ ჰაუზერი.
11 ოქტ

კონფერენციის შრომების კრებული

“გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული
11 ოქტ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

9 ოქტომბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
10 ოქტ

ჩატარდა საჯარო ლექცია

09 ოქტომბერს ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “რეპრესირებული მოდერნისტი პოეტი ვანლერ დაისელი (ივანე ბაბუაძე) და მისი შემოქმედება”. ლექცია წაიკითხა ისტორიკოსმა, მკვლევარმა - ლევან ჟვანიამ
09 ოქტ

ტრენინგ-მასტერკლასი სტუდენტებისათვის

უნივერსალური ხასიათის ტრენინგ-მასტერკლასი - „შენი კარიერული წარმატებისთვის!" - რომელსაც გაუძღვება Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო ტრენერი, რომელიც ასევე არის სერტიფიცირებული ტრენერი და მენტორი მეწარმეობაში,  British Councils და USAID/Georgia-ს „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ და „პროაქტივ ჯგუფი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტი, გიორგი აგირბაია
09 ოქტ

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში
ყველა სიახლის ნახვა

გარე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

08/07/2019

2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან გარე მობილობის შესახებ

სსიპ-საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ (2019 წლის 31 ივლისიდან 21 აგვისტოს ჩათვლით) განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019 წლის 27 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. საბუთები მიიღება 1000საათიდან 1600 საათამდე შაბათ-კვირის და გამოსასვლელი დღეების გარდა (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი; ოთახი N350);
მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
4. ბაკალავრმა - საშუალო განათლების ატესტატის ასლი, მაგისტრანტმა - წინა საფეხურის დიპლომის ასლი;
5. პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების/ აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები
6. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).

მობილობის მსურველი, რომელიც დადგენილ ვადაში არ მიმართავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განცხადებით და საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე/პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.
• მობილობის მსურველმა, რომელიც გაეცნობა შედარების აქტს და წერილობით თანხმობას განაცხადებს სტუ-ში მობილობით გადმოსვლაზე ადმინისტრაციული და ფინანსური ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ერთი წლის სწავლის საფასურის, მინიმუმ 1/2-ის (1125ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
• საბუთები მიიღება პირადად განმცხადებელისგან, ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისაგან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში.