13 სექ

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ 1-2 ნოემბერი, 2019. ჩატარების ადგილი და მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი, ი.ჭავჭავაძის #1
13 სექ

სტუდენტებისთვის ტრენინგი

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა აცხადებს მიღებას
13 სექ

“PASHA Bank” სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებს

“PASHA Bank”- ი  უმაღლესი სასწავლებლების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის სხვადასხვა ვაკანსიას აცხადებს
13 სექ

სტუდენტების (მაგისტრანტები, დოქტორანტები) საყურადღებოდ!

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი, სტუდენტური პროექტის ფარგლებში გთავაზობთ საჯარო სექტორის აუდიტორების სერტიფიცირების პროგრამას
02 სექ

გილოცავთ სტუდენტობას!

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი მზადაა იმისათვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ სათანადო ცოდნა, ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და გაატარონ საინტერესო სტუდენტური ცხოვრება
02 სექ

მწვანე ბიზნეს იდეების კონკურსი სტუდენტებისთვი

პირველად, საქართველოში წელს  საერთაშორისო მწვანე ბიზნეს იდეების კონკურსი ტარდება
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

08/04/2019

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორების მივლინება

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები ლევან გრიგალაშვილი, რამაზ ოთინაშვილი, ვალერი მოსიაშვილი, მერაბ ვანიშვილი, ნანა შონია, ასოცირებული პროფესორები ხათუნა ხარხელაური, ნინო მაზიაშვილი, შორენა მეტრეველი, ასისტენტ პროფესორი თამარ ქაჯაია, დოქტორანტი ირინე კოპალიანი 2019 წლის 25-26 ივლისს მივლინებულ იყვნენ ლატვიის დედაქალაქ რიგაში, სადაც ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საზოგადოების ინსტიტუციური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების პარადიგმები”.
კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ეკონომიკური კვლევებისა და განვითარების ინსტიტუტის (საქართველო), University of Latvia (Latvia), University of Warmia and Mazury in Olsztyn (Poland), Vilniaus kolegija/University of Applied Sciences (Lithuania) მიერ.
კონფერენცია სამ ეტაპად ჩატარდა, მთავარი მიმართულებები იყო ქვეყნის ინსტიტუციონალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების აქტუალური საკითხები.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტების მართვისა და განვითარების სიახლეების, გამოწვევებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების პრობლემების განხილვა.
კონფერენციას ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები: საქართველოდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, პოლონეთიდან.
კონფერენციას ესწრებოდა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძემ. კონფერეცნიის ფარგლებში ეკონომიკურ საკითხებში ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსულტანტმა, კონსტანტინე იონათამიშვილმა, საქართველო-ლატვიის ეკონომიკურ ურთიერთობებზე პრეზენტაცია წარმოადგინა.
სექციური მუშაობა საქმიან გარემოში მიმდინარეობდა, გაიმართა დისკუსიები კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებების თემატიკასთან დაკავშირებით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებმა და დოქტორანტმა, რომლებმაც გააკეთეს მოხსენებები ბიზნესის განვითარების აქტუალურ საკითხებზე:
1. ლევან გრიგალაშვილი, რამაზ ოთინაშვილი - „ბუღალტრული აღრიცხვის სამეწარმეო სამართლებრივი რეგულირება საქართველოში“
2. მერაბ ვანიშვილი, ვალერი მოსიაშვილი - „კვლევის ძირითადი პარადიგმები და მათი შედარებითი დახასიათება“
3. ხათუნა ხარხელაური, თამარ ქაჯაია - „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობა საქართველოში“
4. ნინო მაზიაშვილი - „მცირე და საშუალო მეწარმეობა საქართველოში“
5. შორენა მეტრეველი - „ინოვაციური ტექნოლოგიები ტურიზმის ბიზნესში“
6. ნანა შონია, ირინე კოპალიანი - „საქართველოს საბანკო სექტორში მიმდინარე კონკურენციის თანამედროვე მდგომარეობის ანალიზი და შეფასება“.

მრგვალ მაგიდასთან გაიმართა მსჯელობა თუ როგორ უნდა განხორციელდეს და შეფასდეს წარმატებული მენეჯმენტი, ახალი რეგულაციები სხვადასხვა სექტორში და საერთაშორისო მიდგომები.
ჩვენმა პროფესორებმა ურთიერთობა დაამყარეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მეცნიერებთან და მკვლევარებთან.