20 ნოე

მივლინების ანგარიში

2019 წლის 5-7 ნოემბერს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, ქ. ფუნჩალში ჩატარდა ტურიზმის მე-11 საერთაშორისო კონგრესი - “The Image and Sustainability of Tourism Destinations”. კონგრესზე მიწვეული იყო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი
18 ნოე

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები

ინფორმაცია შვეიცარიის მთავრობის მიერ 2020–2022 წლებში საქართველოსთვის შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიების შესახებ
14 ნოე

საერთაშორისო სტუდენტური კონგრესი

2020 წლის 19-20 მარტს, მალტეპის უნივერსიტეტში ტარდება  ბიზნესისა და მენეჯმენტის მეცნიერებათა  მე -8 საერთაშორისო სტუდენტური კონგრესი (IBMSSC’20)
14 ნოე

საგანმანათლებლო ტური კახეთში

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის - „სასტუმრო მომსახურება“ -  სწავლების პირველი და მეორე წლის სტუდენტებისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო ტური კახეთის რეგიონში
13 ნოე

ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრი

2020 წლის თებერვალში ტექნოპარკში გაიმართება ბიზნეს ქეისების შეჯიბრი, რომელიც ათამდე წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტებს გააერთიანებს
11 ნოე

სპეციალურად სტუდენტებისთვის - სწავლის შედეგების შეფასების გასაჩივრება და საპატიო მიზეზით გაცდენილი შეფასების/გამოცდის აღდგენა

ამონაწერი "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის
მართვის ინსტრუქციიდან" (მუხლი 8)
ყველა სიახლის ნახვა

გამოვლინდა კულტურული გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულები

07/19/2019

გამოვლინდა კულტურული გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულები

11 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის „ღვინო როგორც სოაციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“ (22-23 ივნისი, 2019) მიერ გამოვლენილ საუკეთესო სტუდენტებთან გასაუბრება გაიმართა. გასაუბრების მიზანს სტუდენტების ინგლისური ენის კომპეტენციისა და მათი ევროპის ღვინის კერებში ერთკვირიანი სტაჟირებისთვის საკმაო მოტივაციის დადგენა წარმოადგენდა.
გასაუბრების თემა იყო საქართველოს მევენახეობა/მეღვინეობის თვითმყოფადობის წარმოჩენა და იტალიის, საფრანგეთისა და პორტუგალიის მევენახეობა/მეღვინეობის რეგიონების მიმოხილვა.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების ცენტრის ხელმძღვანელი და ღვინის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო ინგლისური ენის ცოდნის დონეზე.
გასაუბრების საბოლოო შედეგებით კომისისამ 8 საკონკურსო ადგილიდან ერთი თავისუფალი დატოვა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპის ღვინის კერებში ITER VITIS -ის ერთკვირიანი სტაჟირებით დაჯილდოვდნენ:
1. ჭაბაშვილი სოფიო - სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრანტი
2. საჩალელი ნინო - გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისადა მართვისფაკულტეტის დოქტორანტი
3. ალაშვილი ანზორი - სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრანტი
4. ბალავაძე ეროსი - სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრანტი
5. ანტონიანი ჟანა - სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი
6. აბრამიშვილი ზურა - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი
7. ზაალიშვილი მარიამი - სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრანტი

აღსანიშნავია, რომ ევროპული მხარე უზრუნველყოფს ღვინის კომპანიებში ვორკშოპებსა და დანიშნულების ადგილზე განთავსებას, ხოლო საორგანიზაციო კომიტეტი მგზავრობისთვის საჭირო ფინანსების მოძიებაზე აგრძელებს მუშაობას.