20 ნოე

მივლინების ანგარიში

2019 წლის 5-7 ნოემბერს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, ქ. ფუნჩალში ჩატარდა ტურიზმის მე-11 საერთაშორისო კონგრესი - “The Image and Sustainability of Tourism Destinations”. კონგრესზე მიწვეული იყო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი
18 ნოე

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები

ინფორმაცია შვეიცარიის მთავრობის მიერ 2020–2022 წლებში საქართველოსთვის შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიების შესახებ
14 ნოე

საერთაშორისო სტუდენტური კონგრესი

2020 წლის 19-20 მარტს, მალტეპის უნივერსიტეტში ტარდება  ბიზნესისა და მენეჯმენტის მეცნიერებათა  მე -8 საერთაშორისო სტუდენტური კონგრესი (IBMSSC’20)
14 ნოე

საგანმანათლებლო ტური კახეთში

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის - „სასტუმრო მომსახურება“ -  სწავლების პირველი და მეორე წლის სტუდენტებისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო ტური კახეთის რეგიონში
13 ნოე

ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრი

2020 წლის თებერვალში ტექნოპარკში გაიმართება ბიზნეს ქეისების შეჯიბრი, რომელიც ათამდე წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტებს გააერთიანებს
11 ნოე

სპეციალურად სტუდენტებისთვის - სწავლის შედეგების შეფასების გასაჩივრება და საპატიო მიზეზით გაცდენილი შეფასების/გამოცდის აღდგენა

ამონაწერი "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის
მართვის ინსტრუქციიდან" (მუხლი 8)
ყველა სიახლის ნახვა

სტუდენტთა საყურადღებოდ!

07/15/2019

შოთა რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით 25-26 ივლისს კავკასიის უნივერსიტეტში ორგანიზებულ კონფერენციაზე, 26 ივლისს ჩანიშნულია სტუდენტების და ახალგაზრდა მკვლევარების სტატიების/სტატიების თეზისების მოსმენა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პრაქტიკის, საქართველოში აუდიტისა და აღრიცხვის რეფორმის გავლენის, ფინანსური ინფორმაციის გამოქვეყნების და მისი ინტერპრეტაციის და ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსების სხვა აქტუალურ საკითხებში.

გთხოვთ, არაუგვიანეს ორშაბათის 22 ივლისის, მოგვაწოდოთ დაინტერესებული სტუდენტების სტატიები/სტატიების თეზისები. სტატია შეიძლება მომზადებულ იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. პრეზენტაცია სასურველია ინგლისურ ენაზე. პრეზენტაციის დრო 20 წუთი +10 წუთი კითხვა-პასუხისთვის.

კონფერენციას დარგის აღიარებულ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაესწრებიან ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის თავმჯდომარე ბატონი ჟაკ პოტდევინი, იაპონიის ელჩი მისი აღმატებულება ბატონი უეჰარა, საფრანგეთის და ესპანეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები. წარმატებულ სტუდენტებს შეიძლება გაეწიოთ შემდგომი მხარდაჭერა. უზრუნველყოფილი იქნება სტატიების გამოქვეყნება. თავისუფალი ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო უპირატესობა მიენიჭებათ იმ სტუდენტებს, ვინც პირველი წარმოადგენენ საინტერესო და აქტუალურ, ორიგინალურ კვლევებს.