11 ოქტ

საჯარო ლექციების ციკლი

2019 წლის 25 ოქტომბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  საჯარო ლექციებს ჩაატარებენ „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორები: შტეფან ჰუტერი,  ვილჰელმ ჰაუზერი.
11 ოქტ

კონფერენციის შრომების კრებული

“გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული
11 ოქტ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

9 ოქტომბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
10 ოქტ

ჩატარდა საჯარო ლექცია

09 ოქტომბერს ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “რეპრესირებული მოდერნისტი პოეტი ვანლერ დაისელი (ივანე ბაბუაძე) და მისი შემოქმედება”. ლექცია წაიკითხა ისტორიკოსმა, მკვლევარმა - ლევან ჟვანიამ
09 ოქტ

ტრენინგ-მასტერკლასი სტუდენტებისათვის

უნივერსალური ხასიათის ტრენინგ-მასტერკლასი - „შენი კარიერული წარმატებისთვის!" - რომელსაც გაუძღვება Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო ტრენერი, რომელიც ასევე არის სერტიფიცირებული ტრენერი და მენტორი მეწარმეობაში,  British Councils და USAID/Georgia-ს „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ და „პროაქტივ ჯგუფი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტი, გიორგი აგირბაია
09 ოქტ

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში
ყველა სიახლის ნახვა

საჯარო ლექციების ციკლი

06/21/2019

25 ივნისს, 12:00 საათზე, 710ა აუდიტორიაში ნანა ჩიქოვანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:
"ბრენდის ახალ ბაზარზე შესვლის, გადარჩენის მთავარი ფაქტორები, სტრატეგიები და მაგალითები".
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება ბრენდის ბაზარზე შესვლის სტრატეგიული მიდგომები და წარმატების მიღწევისთვის აუცილებელი ფაქტორები.
ასევე, ყურადრება დაეთმობა კომპანიის კვლევების შედეგების გაცნობას და საქართველოს ბაზარზე ბრენდის წარმატებული შესვლის პრაქტიკული შემთვევები.
ნანა ჩიქოვანი Japan Tobacco International-ის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი და კავკასიის რეგიონის ბრენდის ჯგუფის მენეჯერია.
პასუხისმგებელია სტრატეგიული გეგმების ჩამოყალიბებაზე და ბაზარზე მათი განხორციელების უზრუნველყოფაზე კავკასიის რეგიონში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი). ამჟამად, 22 პროფესიონალი გუნდის პორტფოლიოს ხელმძღვანელობს.
საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია.