11 ოქტ

საჯარო ლექციების ციკლი

2019 წლის 25 ოქტომბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  საჯარო ლექციებს ჩაატარებენ „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორები: შტეფან ჰუტერი,  ვილჰელმ ჰაუზერი.
11 ოქტ

კონფერენციის შრომების კრებული

“გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული
11 ოქტ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

9 ოქტომბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
10 ოქტ

ჩატარდა საჯარო ლექცია

09 ოქტომბერს ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე “რეპრესირებული მოდერნისტი პოეტი ვანლერ დაისელი (ივანე ბაბუაძე) და მისი შემოქმედება”. ლექცია წაიკითხა ისტორიკოსმა, მკვლევარმა - ლევან ჟვანიამ
09 ოქტ

ტრენინგ-მასტერკლასი სტუდენტებისათვის

უნივერსალური ხასიათის ტრენინგ-მასტერკლასი - „შენი კარიერული წარმატებისთვის!" - რომელსაც გაუძღვება Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო ტრენერი, რომელიც ასევე არის სერტიფიცირებული ტრენერი და მენტორი მეწარმეობაში,  British Councils და USAID/Georgia-ს „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ და „პროაქტივ ჯგუფი ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტი, გიორგი აგირბაია
09 ოქტ

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში: „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში
ყველა სიახლის ნახვა

ბრძანება (24.05.2019 # 33/11)

06/18/2019
        ს ს ი პ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

           ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
       24.05. 2019 # 33 /11
(საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შესახებ)

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეპარტამენტის უფროსების მოხსენებითი ბარათების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

:

დამტკიცდეს:
• საგანმანათლებლო პროგრამის „ბიზნესის ადმინისტრირების“ საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. თათია ღურწკაია - ასოც. პროფ. (თავმჯდომარე)
2. ქეთევან შენგელია - ასოც. პროფესორი
3. თამარ ხინიკაძე-გვარამია -ასისტენტ-პროფესორი ( კომისიის მდივანი)
დაცვები ჩატარდეს 16 ივლისს 13 საათზე, 17,18,19,20,22,23 ივლისს 10 საათზე, აუდიტორია 715 ბ.

• საგანმანათლებლო პროგრამის „ბიზნესის ადმინისტრირება (რუსულენოვანი)“ საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. თეიმურაზ ყანდაშვილი - პროფ. (თავმჯდომარე)
2. გიგლა გაბაიძე - ასოც. პროფესორი
3. ანა ბოლქვაძე - ასისტ. პროფესორი (მდივანი)
დაცვები ჩატარდეს 18 ივლისს 10 საათზე, აუდიტორია 704 ა.

• საგანმანათლებლო პროგრამის „საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. გენადი იაშვილი - პროფესორი (თავმჯდომარე)
2. შოთა დოღონაძე - პროფესორი
3. ბესიკ შერაზადიშვილი - ასისტ. პროფესორი ( კომისიის მდივანი)
დაცვები ჩატარდეს 9 ივლისს 10 საათზე, აუდიტორია 105 ა - ჯგ.112505, 13 საათზე, აუდიტორია 105 ა - ჯგ. 112506.

• საგანმანათლებლო პროგრამის „საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიების“ საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. რატი ბურდიაშვილი - პროფ. (თავმჯდომარე)
2. ალეკო ქუთათელაძე - პროფესორი
3. ნინო ხიირბეგიშვილი - ასისტენტ- პროფესორი (მდივანი)
დაცვები ჩატარდეს 11 ივლისს 11 საათზე, 17 ივლისს 11 საათზე, , 17 ივლისს 11 საათზე აუდიტორია 131 ა

კომისიის მუშაობას უნდა დაესწროს საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელი.


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის
დეკანი                                                                                    / რ. ქუთათელაძე /