18 ივნ

ბრძანება (24.05.2019 # 33/11)

საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შესახებ
18 ივნ

ბრძანება (27.05.2019 # 34/11)

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების თეორიული-ექსპერიმენტული კვლევა-კოლოკვიუმის დაცვის კომისიის შექმნის შესახებ
15 ივნ

სტაჟირება სოფლის მეურნეობის პროგრამაში

"USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა" აცხადებს სტაჟირებას სოფლის მეურნეობის პროგრამაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურესბის დაცვის სამინისტროში
12 ივნ

პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები

2019 წლის 8 ივნისს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტში ჩატარდა შეხვედრა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსების სტუდენტებთან, სადაც მათ გადაეცათ პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები
11 ივნ

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო კონფერენციამ თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი - ახალგაზრდული პერსპექტივა“. ორდღიანი კონფერენციის ორგანიზატორია სტუ-ის  ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტი, EU Neighbours East-თან და ProActive Group Georgia-თან თანამშრომლობითა და პარტნიორობით.
11 ივნ

სტუდენტთა 87-ე კონფერენციის გამარჯვებულები

2019 წლის  5 ივნისს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩატარდა ბიზნესის ადმინისტრირების სექციის  მუშაობა, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტები  იღებდნენ მონაწილეობას.
ყველა სიახლის ნახვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი

06/11/2019 ტექნიკურ უნივერსიტეტში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო კონფერენციამ თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი - ახალგაზრდული პერსპექტივა“. ორდღიანი კონფერენციის ორგანიზატორია სტუ-ის ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტი, EU Neighbours East-თან და ProActive Group Georgia-თან თანამშრომლობითა და პარტნიორობით.

კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ და ორი დღის მანძილზე მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის, სტუ-ის ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ რეგიონული წარმომადგენლები ევროკავშირიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან და უკრაინიდან.

კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნისა და ევროკავშირის ახალგაზრდებს უქმნის უნიკალურ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც მონაწილეები შეძლებენ გაეცნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ინიციატივის მიღწევებსა და გამოწვევებს, ამავდროულად, შეძლებენ გაითავისონ ევროკავშირის როლის მნიშვნელობა საქართველოს მაგალითზე.

როგორც სტუ-ის ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ანზორ აბრალავამ აღნიშნა, კონფერენციის ძლიერი ახალგაზრდული კომპონენტი წარმოდგენილი იქნება პანელ-დისკუსიებსა და თემატურ სემინარებზე, რომელიც ეფუძნება ინიციატივის ოთხ ძირითად მიმართულებას: ეკონომიკური განვითარება, ეფექტური მმართველობა, გარემოს დაცვა და ენერგოეფექტურობა, ხალხთა შორის მობილობა.

„კონფერენცია ეძღვნება აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს. მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. ორი დღის განმავლობაში განვიხილავთ საკითხებს, რომელიც ეხება 10-წლიან პერიოდში არსებულ მიღწევებს. დავსახავთ პერსპექტივებს, რითაც სამომავლოდ, ახალგაზრდებს გავუმარტივებთ პარტნიორებთან ურთიერთობებს და საქმიანობას. გამოცდილების გაზიარება, ადაპტაცია, ურთიერთთავსებადობის პრინციპების გამომუშავება ეკონომიკური, განათლებისა და კულტურის მიმართულებით - აი, მსგავსი ფორმატის შეხვედრების შედეგი“, - განაცხადა ანზორ აბრალავამ.

მეცნიერების დარგში სტუ-ის რექტორის მოადგილის, პროფესორ ზურაბ გასიტაშვილის შეფასებით, დღევანდელი ღონისძიება, მეგობრობისა და ურთიერთკავშირების გაღრმავების კუთხით, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

„10 წლის მანძილზე ჩვენ შევძელით, შეგვეძინა მეგობრები, გაგვეზიარებინა მათი გამოცდილება, შემოქმედებითი უნარები და საქართველოს სივრცეში, ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, მოგვეხდინა მიღებული ცოდნის ადაპტაცია. საქართველო არ არის დიდი ქვეყანა და ეფექტური მართვის პირობებში, შესაძლებელია ქვეყნის სწრაფი წისვლის უზრუნველყოფა. სწორედ ამისთვის გვჭირდება მეტი მეგობარი ქვეყანა, უფრო მეტი განათლება. ცოდნით იწყება ქვეყნის განვითარება, განვითარების საფუძველი რეგულირებაა, რეგულირების საფუძველი კი - პიროვნების განვითარება. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, წინსვლისათვის კარგ გარემოს ქმნის. სწორედ მსგავსი კონფერენციები იძლევა საშუალებას, მზად ვიყოთ ახალი პერსპექტივებისა და ახალი გამოწვევებისთვის“, - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე. მათი თქმით, ინიციატივამ უნდა გამოკვეთოს ახალგაზრდობის კომპონენტის მნიშვნელობა, რაც სამომავლოდ, ახალგაზრდა თაობის დასაქმებასა და მის სამეწარმეო-შრომითი უნარების განვითარებაზე აისახება.

„ამ 10-წლიან პერიოდში ბევრ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, აქ, უმრავლესობას ახალგაზრდობა წარმოადგენს. ეს თაობებს შორის ურთიერთობისა და მემკვიდრეობითობის აღიარებაა. სწორედ ასეთი ურთიერთობები აყალიბებს თაობებს შორის თანამშრომლობას, რომლის გარეშეც შეუძლებელია პროგრესი“, - განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

კონფერენციის ჩატარების იდეა და ინიციატივა ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოიშვა. პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე, სამომავლო პარტნიორული თანამშრომლობის გასაღრმავებლად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას.