20 სექ

საგრანტო კონკურსი უნვიერსიტეტებისთვის

გაცნობებთ, რომ ევროპის საბჭო აცხადებს საგრანტო კონკურსს უნვიერსიტეტებისთვის მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
20 სექ

ევროკავშირის საგრანტო კონკურსი

გაცნობებთ, რომ  საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან 2018 წლის ნოემბერში ხელი მოაწერა ფინანსურ შეთანხმებას: „Support on Skills Development and Matching for Labour Market Needs'/Skills for Jobs Programme“, რომლის მიზანია ადამიანური კაპიტალის განვითარება საქართველოს შერჩეულ რეგიონებში.
19 სექ

ვაკანსიები კომპანია „ბრავა“-ში

საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსების მომსახურების კომპანია „ბრავა“ აცხადებს ვაკანსიას დღის და ღამის  კონსიერჟის პოზიციაზე
19 სექ

სტუდენტთა საყურადღებოდ !

სასწავლო წლის დაწყებისას ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ყველა სტუდენტი (II-III-IV კურსი) ვალდებულია გამოცხადდეს სასწავლო ხელშეკრულების გასაფორმებლად (საგნების ასარჩევად) დეკანატში, თან უნდა იქონიოთ გადახდის ქვითარი 562,5 ლარიანი. ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი
19 სექ

სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი ჩარიცხვის შესახებ

სტუ-ში 2019-2020 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი ჩარიცხვის შესახებ
18 სექ

მაგისტრანტობის კანდიდატების საყურადღებოდ!

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრანტობის კანდიდატებმა, რომლებმაც ჩააბარეს სასპეციალიზაციო გამოცდა სასწრაფოდ უნდა გააფორმონ ხელშეკრულება 25 სექტემბრის ჩათვლით 710ა აუდიტორიაში (10:00 სთ.-16:00სთ.)
ყველა სიახლის ნახვა

სტუდენტთა 87-ე კონფერენციის გამარჯვებულები

06/11/2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2019 წლის 5 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩატარდა ბიზნესის ადმინისტრირების სექციის მუშაობა, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.
მონაწილეებმა წარმოადგინეს მოხსენებები ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს აქტუალურ საკითხებზე: მენეჯმენტის, მარკეტინგის, საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და ტურიზმის მიმართულებით. კომისიამ მოუსმინა გამომსვლელებს. კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა დისკუსია კონფერენციის მონაწილეებს, დამსწრე საზოგადოებასა და კომისიის წევრებს შორის.
აკადემიურმა პერსონალმა ერთმანეთის დამოუკიდებლად შეაფასა თითოეული გამომსვლელი. სწავლების შესაბამისი საფეხურების მიხედვით გამოავლინა გამარჯვებულები:
ბაკალავრიატი
Ι ადგილი ხატია გაბითაშვილი
ΙΙ ადგილი ნინო გიგაშვილი
ΙΙΙ ადგილი ციური დიდებაშვილი
მაგისტრატურა
Ι ადგილი ქეთევან ბორაშვილი
ΙΙ ადგილი სალომე თხელია
დოქტორანტურა
Ι ადგილი გოჩა ნანიტაშვილი
ΙΙ ადგილი ლილი უშვერიძე
სექციის მუშაობამ საქმიან და სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.