24 მაი

სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
20 მაი

საჯარო ლექციების ციკლი

2019 წ. 24 მაისს 107ა აუდიტორიაში პროფესორები გერმანიიდან ( ვილჰელმ ჰაუზერი, გოტჰარდ შტაინერი და შტეფან ლანგი) ჩაატარებენ სამ საჯარო ლექციას.
08 მაი

ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა

ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენაზე ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი უკვე მე-15 წელია მონაწილეობს თავისი წიგნების საავტორო სტენდით "Education in Tourism" ტურიზმის მიმართულების სტუდენტებთან ერთად.
07 მაი

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2019 წლის 01-02 ივნისს ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო  კონფერენცია „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“
06 მაი

ინგლისური ენის უფასო კურსის I ეტაპი დასრულდა

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმათრთველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტში თებერვლის თვიდან ინგლისური ენის უფასო კურსი მიმდინარეობდა, რომელიც ამერიკელი მოხალისე მასწავლებლისა და ფაკულტეტის მხრდაჭერით სტუდენტების ინიციატივით განხორციელდა
30 აპრ

მივლინების ანგარიში

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორების რუსუდან ქუთათელაძის და ნინო ფაილოძის მივლინების ანგარიში
ყველა სიახლის ნახვა

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

05/07/2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
(ბიზნესტექნოლოგიებისა და აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტები)
„კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრი“
01-02 ივნისი, 2019 წელი
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
„ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“

ოფიციალური პარტნიორი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა - ITER VITIS;
სავარაუდო პარტნიორები: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; ღვინის ეროვნული სააგენტო; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია; ღვინის რეგიონალური კომპანიები.

კონფერენციის კულტურული პროგრამა - ღვინის ტური ქვემო ქართლში

კონფერენციის მიზანი
კონფერენცია მიზნად ისახავს
ა) მხარი დაუჭიროს მეღვინეობა-მევენახეობის დარგით ახლგაზრდების დაინტერესებას და მის აღორძინებას ქვეყნის ისეთ რეგიონებში, რომლებიც ღვინის კულტურის მდიდარი ისტორიული წარსულითა და არასახარბიელო დღევანდელობით ხასიათდებიან.
ბ) განიხილოს ნებისმიერი დისკუსია დარგის მდგრადი განვითარების სოციალური, ეკონომიკური, ბიოლოგიური და ეკოლოგიური ასპექტების თვალსაზრისით. იზრუნოს ქართული ვაზის გენოფონდის გადარჩენაზე, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით უნიკალური ქართული ღვინოების დამზადების მეთოდების შენარჩუნება-პოპულარიზაციაზე;
გ)უცხოური გამოცდილების გაზიარების საფუძველზე წაახალისოს მევენახეობა-მეღვინეობის ბაზრის შესწავლა და მართვის მოწინავე კონცეფციების (მენეჯმენტისა და მარკეტინგის კომპონენტები) გამოყენება
დ)ხელს შეუწყოს ღვინის ტურიზმის განვითარებას
ე)ხელს შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევარების ჩამოყალიბებას, რითაც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უკეთეს პერსპექტივებს.


კონფერენციის ჯილდოები და პრიზები

• კონფერენციის წარმატებული 3 მონაწილის გამგზავრება ევროპის მეღვინეობის კერებში მოკლევადიან სტაჟირებებზე ( 100 %, 50 % და 30 %-იანი დაფინანსებით)
• კონფერენციის მოხსენებათა თეზისების გამოცემა
• კონფერენციის მონაწილეთათვის სერთიფიკატების გაცემა
• კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან დისკუსიის მოწყობის პლატფორმის ფორმირება
• პარტნიორი ორგანიზაციების სხვადასხვა ჯილდოები


კონფერენციაში მონაწილეობა
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს, რომელთაც სამეცნიერო-კვლევითი ინტერესი აქვთ ღვინის კულტურის, მევენახეობა-მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმისადმი.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებები
• მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პრობლემები და თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში
• მოგზაურობა ღვინის ისტორიაში (საქართველო - ღვინის სამშობლო, ღვინის კულტურა, ღვინო და ეთნოგრაფია)
• ღვინის მარკეტინგი და ექსპორტ-იმპორტი
• ღვინისტურიზმი და პროდუქტის განვითარება
• ღვინო და გასტრონომია, ენოთერაპია

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

მონაწილეობის მსურველებმა მოხსენებათა თეზისები მოთხოვნების დაცვით უნდა გადმოაგზავნონ მისამართზე consulting.newprofessions@gmail.com

 კონფერენციის მონაწილეებს მოხსენებისა და ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემათ 15 წთ-მდე, დებატებისთვის - 5 წთ

 კონფერენციის მოთხოვნები
1. გუნდური ნამუშევრები (ორი და მეტი ავტორის მონაწილეობით) არ განიხილება;
2. სტუდენტი მონაწილეობს ერთი ნაშრომით
3. მოთხოვნები თეზისისადმი
• ქართული / რუსული მოხსენებების თეზისები დამატებით მოწოდებულ უნდა იქნას ინგლისურ ენაზე
• გამოყოფილ უნდა იქნას საკვანძო სიტყვები
• სიმბოლოების რაოდენობა - არანაკლებ 800 და არაუმეტეს 1000 სიმბოლო
• შრიფტი ქართული, რუსული და ინგლისური ვერსიისთვის - Sylfaen
• ზომა: თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულების დასახელება და სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა), ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი დარგის მითითებით, აკადემიური წოდება - 14 Bold; ძირითადი ტექსტი - 12; ინტერვალი - 1,5; გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.

ძირითადი ვადები და დედლაინი
• თეზისის წარდგენა: 10 მაისი, 2019 წელი
• კონფერენციაში ჩართვის დადასტურება: 17 მაისი, 2019 წელი
• კონფერენციის ჩატარება: 01-02 ივნისი, 2019 წელი

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი :
1. ფრანგიშვილი არჩილ - სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი (თავმჯდომარე)
2. ქუთათელაძე რუსუდან - სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი
3. ქვარცხავა გიორგი - აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი
4. ბუაჩიზე ზაზა - სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მენეჯერი
5.გუნცაძე აკაკი - აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ფაკულტეტის მენეჯერი
6. ქობლიანიძე თამარი - „კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი
7. ბარბაქაძე ხათუნა - „კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
8. მელაძე მაია - „კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრი
9. ვეშაგური მაია - „კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის“ წარმომადგენელი,
10. კოჭლამაზაშვილი ლელა - „კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის“ წარმომადგენელი


კონფერენციის სარედაქციო საბჭო :
1. ქუთათელაძე რუსუდან - პროფესორი, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი
2. ქვარცხავა გიორგი - აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი
3. ბარათაშვილი ევგენი - პროფესორი, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
4. აბრალავა ანზორ - პროფესორი, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
5. მეტრეველი მარინა - პროფესორი, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
6. ყანდაშვილი თემურ - პროფესორი, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
7. ჩიკვილაძე ნინო - ასოც. პროფესორი, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
8. მალანია ელისაბედ - ასოც. პროფესორი, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
9. ბერიკაშვილი ლია - ასოც. პროფესორი, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
10. ხარტიშვილი ნინო - პროფესორი, სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი
11. მაღრაძე დავით - პროფესორი, სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი
12. ჩიჩუა დავით - პროფესორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
13. კვირკვაია მურთაზ - პროფესორი, გრ.რობაქიძის უნიერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი
14. პაპუნიძე გურამ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი
15. თოდუა ნუგზარ - პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
16. გველესიანი ელისო - ასოც. პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
17. ნანობაშვილი ქეთევან - პროფესორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი
18. არაბული კობა - პროფესორი, საქართველოს ეროვნული სასწავლო უნივერსიტეტი
19. ქობლიანიძე თამარი - პროფესორი, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრი

კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, XI კორპუსი. თბილისი, გურამიშვილის ქ#17

საკონტაქტო ინფორმაცია:
მელაძე მაია - „კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრი; e-mail: consulting.newprofessions@gmail.com; ტელეფონი 595077470
ვეშაგური მაია „კოსალტინგისა და ახლი პროფესიების რეგიონალური ცენტრის“ წარმომადგენელი  e-mai maiaveshaguri@gmail.com; ტელეფონი 551502145