19 ივლ

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა

29-30 ივლისს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი იწვევს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
19 ივლ

გამოვლინდა კულტურული გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულები

11 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე  საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის „ღვინო როგორც სოაციალურ-ეკონომიკური განვითარების  რესურსი და ქვეყნის იდენტობა“ (22-23 ივნისი, 2019) მიერ გამოვლენილ საუკეთესო სტუდენტებთან გასაუბრება გაიმართა
15 ივლ

სტუდენტთა საყურადღებოდ!

შოთა რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით 25-26 ივლისს კავკასიის უნივერსიტეტში ორგანიზებულ კონფერენციაზე, 26 ივლისს ჩანიშნულია სტუდენტების და ახალგაზრდა მკვლევარების სტატიების/სტატიების თეზისების მოსმენა
12 ივლ

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე დაწესებულია სამი სახელობითი სტიპენდია:
 ნიკო ნიკოლაძის, დავით სარაჯიშვილის და აკაკი ხოშტარიას.
სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრა 100 ლარით თვეში სასწავლო სემესტრის შედეგების მიხედვით.
12 ივლ

შეხვედრა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის პროექტში “ECOMODE - ეკო-ინოვაციური ბიზნეს მოდელის განვითარების ხელშეწყობა სტუმარმასპინძ¬ლო¬ბა¬ში მცირე და საშუალო საწარმოებისათვის” (Fostering Eco – Innovative Business Model Development in SMEs in Hospitality Industry).
10 ივლ

დოქტორანტის მარინე დგებუაძის ანგარიში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტის მარინე დგებუაძის გერმანიაში, ქ. ზაარბრუკენში ვიზიტის ანგარიში
ყველა სიახლის ნახვა

ინგლისური ენის უფასო კურსის I ეტაპი დასრულდა

05/06/2019

ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსის პირველი ეტაპი დასრულდა

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმათრთველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტში თებერვლის თვიდან ინგლისური ენის უფასო კურსი მიმდინარეობდა, რომელიც ამერიკელი მოხალისე მასწავლებლისა და ფაკულტეტის მხრდაჭერით სტუდენტების ინიციატივით განხორციელდა .

აღსანიაშნავია, რომ კურსი გათვლილი იყო ფაკულტეტზე არსებული სამივე (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის) სტუდენტებისთვის და მიზნად ისახავდა სტუდენტებში უცხო ენის შესწავლისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებას .

ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდა საგნის - „პროექტების მართვის მენეჯმენტის“ პრაკქტიკული კომპონენტის ფარგლებში და მის მენეჯმენტს სრულად სტუდენტები ახორცილებდნენ .

სასიხარულოა, რომ ამერიკელი მასწავლებლის სურვილითა და ინიციატივით ახალი სასწავლო წლიდან აღნიშნული კურსი კვლავ გაგძელდება .