24 მაი

სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
20 მაი

საჯარო ლექციების ციკლი

2019 წ. 24 მაისს 107ა აუდიტორიაში პროფესორები გერმანიიდან ( ვილჰელმ ჰაუზერი, გოტჰარდ შტაინერი და შტეფან ლანგი) ჩაატარებენ სამ საჯარო ლექციას.
08 მაი

ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა

ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენაზე ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი უკვე მე-15 წელია მონაწილეობს თავისი წიგნების საავტორო სტენდით "Education in Tourism" ტურიზმის მიმართულების სტუდენტებთან ერთად.
07 მაი

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2019 წლის 01-02 ივნისს ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო  კონფერენცია „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“
06 მაი

ინგლისური ენის უფასო კურსის I ეტაპი დასრულდა

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმათრთველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტში თებერვლის თვიდან ინგლისური ენის უფასო კურსი მიმდინარეობდა, რომელიც ამერიკელი მოხალისე მასწავლებლისა და ფაკულტეტის მხრდაჭერით სტუდენტების ინიციატივით განხორციელდა
30 აპრ

მივლინების ანგარიში

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორების რუსუდან ქუთათელაძის და ნინო ფაილოძის მივლინების ანგარიში
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

04/30/2019

სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის
პროფესორების რუსუდან ქუთათელაძის და ნინო ფაილოძის მივლინების ანგარიში

2019 წლის 13-14 აპრილს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებმა რუსუდან ქუთათელაძემ და ნინო ფაილოძემ მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის ქალაქ ჰონგ-კონგში მეწარმეობის, ბიზნესის, ლიდერობის, მენეჯმენტის და ეკონომიკის მე-2 აკადემიურ სამიტზე (SEIRL-April-2019), სადაც წარდგენილი იყო მათი მოხსენება „მიდგომები შიდა კონტროლისა და აუდიტის არსის გამოვლენისადმი“. ასევე მონაწილეობა მიიღეს 31-ე საერთაშორისო კონფერენციაში „მენეჯმენტის, ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევებში“ - (MBSHR), სადაც გაკეთდა მოხსენება „შიდა კონტროლისა და აუდიტის ორგანიზაციული ფორმები“. კონფერენცია ორგანიზებული იყო სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის - ANISSH-ის მიერ.
როგორც მე-2 აკადემიურ სამიტზე, ასევე კონფერენციაზე პროფესორებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო მათ მიერ წარდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალში International Journal of Business and Economic Affairs (IJBEA), რომელიც ჩართული იქნება SCOPUS–ის მონაცემთა ბაზაში.
კონფერენციამ საშუალება მისცა ფაკულტეტის პროფესორებს ურთიერთობა დაემყარებინათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მეცნიერებთან და მკვლევარებთან, აემაღლებინათ კვალიფიკაცია.