24 მაი

სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
20 მაი

საჯარო ლექციების ციკლი

2019 წ. 24 მაისს 107ა აუდიტორიაში პროფესორები გერმანიიდან ( ვილჰელმ ჰაუზერი, გოტჰარდ შტაინერი და შტეფან ლანგი) ჩაატარებენ სამ საჯარო ლექციას.
08 მაი

ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა

ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენაზე ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი უკვე მე-15 წელია მონაწილეობს თავისი წიგნების საავტორო სტენდით "Education in Tourism" ტურიზმის მიმართულების სტუდენტებთან ერთად.
07 მაი

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2019 წლის 01-02 ივნისს ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო  კონფერენცია „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“
06 მაი

ინგლისური ენის უფასო კურსის I ეტაპი დასრულდა

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმათრთველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტში თებერვლის თვიდან ინგლისური ენის უფასო კურსი მიმდინარეობდა, რომელიც ამერიკელი მოხალისე მასწავლებლისა და ფაკულტეტის მხრდაჭერით სტუდენტების ინიციატივით განხორციელდა
30 აპრ

მივლინების ანგარიში

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორების რუსუდან ქუთათელაძის და ნინო ფაილოძის მივლინების ანგარიში
ყველა სიახლის ნახვა

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ახალგაზრდების აგრომეწარმეობაში ჩართულობასთან დაკავშირებით

04/30/2019

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ახალგაზრდების აგრომეწარმეობაში ჩართულობასთან დაკავშირებით

2019 წლის 1 მაისს, 12:00-ზე 710ა აუდიტორიაში შედგება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამით გათვალისწინებული დისკუსია თემაზე - სოფლის მეურნეობის ღირებულების ჯაჭვებში ახალგაზრდების ჩართულობა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ახალგაზრდების აგრომეწარმეობაში ჩართულობასთან დაკავშირებით
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ახალგაზრდების აგრომეწარმეობაში ჩართულობასთან დაკავშირებით იწვევს დაინტერესებულ სტუდენტებს (განსაკუთრებით, ვინც დაინტერესებულია სტარტაპებით და მეწარმეობით) ფოკუს-ჯგუფის დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად.
კვლევის მიზანია შემუშავდეს პროგრამა შერჩეულ წარმოების ჯაჭვებში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის გასაძლიერებლად. პროგრამის ფარგლებში შესწავლილი იქნება ის პრობლემები და შესაძლებლობები, რომლებიც აქტუალურია დღეს საქართველოში:
არსებობს თუ არა ინოვაციური მიდგომები აგრომეწარმეობისადმი, არსებობს თუ არა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები (მაგ.: აგროინდუსტრიული სტაჟირება) და ა.შ.
ახალგაზრდების ჩართულობა შესაძლებელია 2 ძირითადი მიმართულებით: როგორც აგრომეწარმეები და როგორც აგრობიზნეს პროფესიონალები.
აგრომეწარმეებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ჩვენს საგრანტო და, ასევე, ტექნიკური დახმარების პროგრამებში
აგრობიზნეს პროფესიონალებს (მაგ. კვების ტექნოლოგი, აგრონომი, აგრობიზნეს მარკეტინგის სპეციალისტი და ა.შ.) შეეძლებათ მონაწილეობის მიღება ჩვენს აგროინდუსტრიული სტაჟირების პროგრამაში და სხვა აქტივობებში, რომელიც შემუშავდება ამ კვლევის შედეგად.
კვლევის ფორმატი:
დისკუსია ფოკუს-ჯგუფში. ხანგრძლივობა 1-1,5 საათი. რესპონდენტების რაოდენობა: 6-15 ადამიანი (თუ მეტი მსურველი იქნება, შესაძლებელია დამატებითი შეხვედრის ორგანიზება)
სტუდენტები:
ფოკუს-ჯგუფი #1 - აგრარული მიმართულების სტუდენტები (მაგ. კვების ტექნოლოგი, აგრონომი და ა.შ.),
ფოკუს-ჯგუფი #2 - ბიზნესის მიმართულების სტუდენტები (სფეროები: ბიზნესის ადმინისტრირება - მეწარმეობა, ფინანსები, მარკეტინგი და ა.შ.),
დისკუსია ფოკუს-ჯგუფში ან გასაუბრება ფაკულტეტის წარმომადგენლებთან. ხანგრძლივობა 40-60 წთ. თემა: შესაძლებლობები უნივერსიტეტის შიგნით და გარეთ, სტუდენტების პრობლემების იდენტიფიცირება და ა.შ.
დისკუსია შედგება 12:00ზე 1 მაისს, 710ა აუდიტორიაში.