18 ოქტ

სტუდენტთა საყურადღებოდ!

Preview   2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში ინდივიდუალურ საგანმანათლებლო
პროგრამაზე გადასვლის მსურველთა საყურადღებოდ!
18 ოქტ

მაგისტრანტთა საყურადღებოდ !

მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების შესახებ
18 ოქტ

მივლინების ანგარიში


2019 წლის 19-20 სექტემბერს მაიამიში (ფლორიდა, აშშ-ში) ჩატარდა მე-4-ე საერთაშორისო კონგრესი და გამოფენა მიძღვნილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეპიდემიოლოგიისა და კვების საკითხებისადმი,  სადაც მიწვეული იყო ტურიზმის ფაკულტეტის  ასოცირებულ პროფესორი მანანა ვასაძე, რომლის  პრეზენტაციამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა, რაც გამოიხატა იმ სამადლობელ წერილში, რომელიც კონგრესის აღმასრულებელმა კომეტეტმა გამოუგზავნა რექტორს ბ-ნ არჩილ ფრანგიშვილსა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს ქ-ნ რუსუდან ქუთათელაძეს
11 ოქტ

საჯარო ლექციების ციკლი

2019 წლის 25 ოქტომბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის  საჯარო ლექციებს ჩაატარებენ „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ პროფესორები: შტეფან ჰუტერი,  ვილჰელმ ჰაუზერი.
11 ოქტ

კონფერენციის შრომების კრებული

“გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები” III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული
11 ოქტ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

9 ოქტომბერს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
ყველა სიახლის ნახვა

ბრძანება 04/11

02/07/2019                      სსიპ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

  ბრძანება
31.01.2019 04/11
_________________№___________________

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების
კოლოკვიუმიების შეფასებისათვის
კომისების შექმნის შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2019 წლის 15 იანვრის №01-09-10/01 ბრძანების შესაბამისად და ფაკულტეტის დეპარტამენტების უფროსების წარდგინების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტების მიერ წარდგენილი კოლოკვიუმიების შეფასებისათვის, 2019 წლის 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, შეიქმნას კომისიები შემდეგი შემადგენლობით:

სადოქტორო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება

1. პროფ. ევგენი ბარათაშვილი (თავმჯდომარე);
2. პროფ. ანზორ აბრალავა;
3. პროფ. თეიმურაზ ყანდაშვილი;
4. პროფ. გიორგი ცაავა;
5. ასოც. პროფ. ნანა ნადარეიშვილი (მდივანი).
დაცვა ჩატარდეს: 18, 20, 22, 25 თებერვალი და 1 მარტი, 10:00 საათი,
აუდიტორია 714ბ.

სადოქტორო პროგრამა: საჯარო მმართველობა

1. პროფ. გენადი იაშვილი (თავმჯდომარე);
2. პროფ. შოთა დოღონაძე;
3. პროფ. გიორგი ბაღათურია;
4. მოწვ. პროფ. მარიამ ცაცანაშვილი;
5. პროფ. ოთარ ქოჩორაძე (მდივანი).
დაცვა ჩატარდეს: 18, 21, 23, 26, 27 თებერვალი და 2 მარტი, 11:00 საათი,
აუდიტორია 106ა.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის
დეკანი რ. ქუთათელაძე