22 მარტ

საჯარო ლექცია

22 მარტს, 15 საათზე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, 710ა აუდიტორიაში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე "ვინ არის კარგი მენეჯერი?"
21 მარტ

სტუდენტები „სსე“-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან არსებული, საჯარო მოხელეთა კლუბის სტუდენტები ესტუმრნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს.
20 მარტ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

ძვირფასო აბიტურიენტებო, 2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებებია!
19 მარტ

მოწვეული პროფესორის წარმატება

პროფესორი მერაბ ვანიშვილი მსოფლიოში აღიარებული ჟურნალის - (Website:http://www.davidpublisher.org/Home/Journal/CUBR or http://www.davidpublisher.org/Home/Journal/CBR) - სარედაქციო კოლეგიის წევრთა შორის!
18 მარტ

საკონსულტაციო საათები

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორთა საკონსულტაციო საათები
16 მარტ

ღონისძიება ბრიუსელში

14-15 თებერვალს, ბელგიის და ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 წლისთავი აღინიშნა, რომელშიც მთელი ევროპიდან 100-მდე "ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა" და ახალგაზრდა ლიდერებმა მოიყარა თავი
სიახლეების სრულად ნახვა

პროექტი „ზამთრის სკოლა“ ბაკურიანში

12/29/2018

პროექტი „ზამთრის სკოლა“ ბაკურიანში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ფაკულტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით დაბა ბაკურიანში განხორციელდა პროექტი "ზამთრის სკოლა".
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, რომელმაც აუდიტორიას გააცნო ფაკულტეტის მიერ ჩატარებული სამუშაოს წლიური ანგარიში და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი ქალბატონი ქეთი ქოქრაშვილი სტუდენტებს ესაუბრა ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტუ-ს 2019 წლის ბიუჯეტზე. სტუდენტებს გააცნო თუ რა არის უნივერსიტეტის ბიუჯეტი, შემოსულობები, გადასახდელები, ბიუჯეტის დაფინანსების წყაროები. თუ როგორ ხდება ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება.
სტუდენტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა პროფ. ანზორ აბრალავამ თემაზე „ბიზნესის სოციალიზაცია და ეკონომიკის თანამედროვე პრობლემები“.
ასოც. პროფესორმა დავით ლელაძემ სტუდენტებთან ჩაატარა ტრენინგი „დროის მენეჯმენტსა და გუნდურ მუშაობაზე“, ტრენინგის ფარგლებში შედგა საინტერესო გუნდური თამაშები, სადაც მონაწილეებმა გამოავლინეს პიროვნული განვითარების უნარ-ჩვევები.