18 ივნ

ბრძანება (24.05.2019 # 33/11)

საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შესახებ
18 ივნ

ბრძანება (27.05.2019 # 34/11)

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების თეორიული-ექსპერიმენტული კვლევა-კოლოკვიუმის დაცვის კომისიის შექმნის შესახებ
15 ივნ

სტაჟირება სოფლის მეურნეობის პროგრამაში

"USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა" აცხადებს სტაჟირებას სოფლის მეურნეობის პროგრამაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურესბის დაცვის სამინისტროში
12 ივნ

პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები

2019 წლის 8 ივნისს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტში ჩატარდა შეხვედრა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსების სტუდენტებთან, სადაც მათ გადაეცათ პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები
11 ივნ

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო კონფერენციამ თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი - ახალგაზრდული პერსპექტივა“. ორდღიანი კონფერენციის ორგანიზატორია სტუ-ის  ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტი, EU Neighbours East-თან და ProActive Group Georgia-თან თანამშრომლობითა და პარტნიორობით.
11 ივნ

სტუდენტთა 87-ე კონფერენციის გამარჯვებულები

2019 წლის  5 ივნისს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩატარდა ბიზნესის ადმინისტრირების სექციის  მუშაობა, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტები  იღებდნენ მონაწილეობას.
ყველა სიახლის ნახვა

ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრის ანგარიში

12/19/2018

ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრის ანგარიში


2018 წლის 18 დეკემბერს, 15:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, უნივერსიტეტის ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით შედგა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა შეხვედრა საქართველოს ომბუდსმენთან, ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან.
ბიზნესომბუდსმენმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა მისდამი რწმუნებული ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, თუ რა ტენდენციები იკვეთება ძირითადად ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში და როგორია ამ პროცესში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუციური როლი. შეხვედრის ფარგლებში ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებიც დაისახეს.
შეხვედრა ინტერატიულ ფორმატში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა ბიზნსომბუდსმენისათვის მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ დაესვათ კითხვები.