16 იან

ერთობლივი ლაბორატორია „სისტემათა ინჟინერინგი“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთობლივი ლაბორატორიის „სისტემათა ინჟინერინგი“-სთვის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან გადახდილია 2444 ევრო.
29 დეკ

საბჭოს სხდომა

25 დეკემბერს  ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის  საბჭოს სხდომა
29 დეკ

პროექტი „ზამთრის სკოლა“ ბაკურიანში

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ფაკულტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით დაბა ბაკურიანში განხორციელდა პროექტი "ზამთრის სკოლა"
19 დეკ

ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრის ანგარიში

2018 წლის 18 დეკემბერს, 15:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, უნივერსიტეტის ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით შედგა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა შეხვედრა საქართველოს ომბუდსმენთან, ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან.
13 დეკ

შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან

2018 წლის 18 დეკემბერს (სამშაბათი) 15 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (ადმინისტრაციული კორპუსი) სტუ-ს ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდება შეხვედრა საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან ბატონ ირაკლი ლექვინიძესთან.
12 დეკ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორის წარმატება

ავსტრიის სამეცნიერო საზოგადოების მიერ გამოცემულმა ჟურნალმა „European Journal of Economics and Management Sciences“, რომელსაც ტომსონ როიტერის სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს იმპაქტ-ფაქტორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მაია ჩეჩელაშვილი აირჩია თავისი რედკოლეგიის წევრად.
სიახლეების სრულად ნახვა

პროფესორ ანდრეას ბრანდტის საჯარო ლექცია

11/01/2018

გერმანელი პროფესორის, ანდრეას ბრანდტის საჯარო ლექცია

31 ოქტომბერს, 12 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე გერმანელმა პროფესორმა ანდრეას ბრანდტმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ევროპის კავშირი – ამოცანები და მართვის სტრუქტურა“.
საჯარო ლექციაზე განხილული იქნა ევროპარლამენტის, ევროკომისიის და ევროსაბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები. კერძოდ, მათი ამოცანები, არჩევის პროცესი და მართვის სტრუქტურა. პროფესორმა ბრანდტმა სტუდენტებს განუმარტა ევროპარლამენტის ფუნქციონირების უმთავრესი პრინციპები, მიაწოდა ინფორმაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (საფრანგეთში, ლუქსემბურგსა და ბელგიაში) ევროკავშირის მმართველობითი ორგანოების ტერიტორიული განლაგებისა და მუშაობის პრინციპების შესახებ.
საჯარო ლექციამ გამოიწვია დიდი ინტერესი. ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე–2, მე–3 და მე–4 კურსის სტუდენტები, ასევე ამავე ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლები. ლექციის ბოლოს პროფესორმა ანდრეას ბრანდტმა უპასუხა პროფესორებისა და სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს. შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას და საქართველოს პერსპექტივებს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში.