20 ოქტ

პროფესორ შტეფან ლანგის საჯარო ლექცია

2018 წლის 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებთან მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორმა შტეფან ლანგმა წაიკითხა ლექცია თემაზე – „ბიზნესის რეგულირება გერმანიაში“.
18 ოქტ

შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებთან

16 ოქტომბერს, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები შეხვდნენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს.
17 ოქტ

საჯარო ლექციების ციკლი

18 და 19 ოქტომბერს პროფესორი შტეფან ლანგი  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის  ჩაატარებს საჯარო ლექციებს
17 ოქტ

საჯარო ლექცია ERASMUS-ის პროგრამით

2018 წლის 15 ოქტომბერს ERASMUS-ის პროგრამით თურქეთის Afyon kocatepe University-ის პროფესორებმა  ისმაილ ციგერციმ და სენემ კოქმა  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე წაიკითხეს საჯარო ლექცია თემაზე: „თურქეთის საგადასახადო სისტემა“.
16 ოქტ

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის ანგარიში

2018 წლის 4-6 ოქტომბერს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მედეა ჭელიძემ მონაწილეობა მიიღო სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებულ V საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „GSOM განვითარებადი ბაზრები 2018“ („GSOM EMC 2018“)
09 ოქტ

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორთა წარმატება!

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „European Science Review” (2018 #7-8, გვ. 188-191) გამოქვეყნდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორების - რუსუდან ქუთათელაძისა და მაია ჩეჩელაშვილის ერთობლივი სტატია.
სიახლეების სრულად ნახვა

თანამშრომლობა ზაარლანდის ტექნიკის და ეკონომიკის უნივერსიტეტთან

10/06/2018

Gelebte Partnerschaft

Hochschulkooperation zwischen der htw saar und der Georgisch Technischen Universität in Tiflis


Die htw saar fördert als weltoffene anwendungsorientierte Hochschule den internationalen wissenschaftlichen und kulturellen Austausch. So besteht bereits seit Mitte der 1980er Jahre eine Hochschulkooperation zwischen der htw saar und der Georgisch Technischen Universität in Tiflis (GTU). Im Mai dieses Jahres wurde diese durch einen aktualisierten Kooperationsvertrag neu bestätigt. Zur Vertragsunterzeichnung waren die Kanzlerin der Georgisch Technischen Universität Prof. Dr. Keti Kokrashvili, die Dekanin der Fakultät für Wirtschaftswissenschaften Prof. Dr. Rusudan Kutateladze sowie Professor Dr. Anzor Abralava nach Saarbrücken angereist.
Die Delegation wurde während ihres Besuches von der Oberbürgermeisterin der Stadt Saarbrücken Charlotte Britz im Festsaal des Rathauses empfangen. In ihrer Ansprache drückte die Oberbürgermeisterin ihr persönliches Interesse an einer gelebten Partnerschaft der beiden Städte Tiflis und Saarbrücken, die bereits seit 1975 besteht, aus. Dazu gehöre auch ein intensiver Austausch zwischen den Hochschulen der beiden Städte – der htw saar in Saarbrücken und der Georgisch Technischen Universität in Tiflis.
Im Rahmen der Hochschulkooperation, die sowohl die wissenschaftliche als auch die praktische wirtschaftliche Zusammenarbeit intensivieren soll, besuchte Prof. Dr. Besik Sheradzadishvili von der GTU nun die Stadt Saarbrücken. Er absolvierte ein vierwöchiges Unternehmenspraktikum in der Saarbrücker Niederlassung eines namhaften deutschen Konzerns – einem Partnerunternehmen der htw saar. Im Rahmen seines Praktikums analysierte der georgische Gast die Marktchancen dieses deutschen Unternehmens in den Kaukasusländern Georgien, Armenien sowie Aserbaidschan und erarbeitete ein Umsetzungsprojekt zur Markterschließung in diesen Ländern.
Anlässlich seines Besuchs fand im Rathaus der Stadt Saarbrücken ein Empfang für Prof. Dr. Besik Sheradzadishvili statt, an dem auch Prof. Wilhelm Hauser, Kooperationsbeauftragte der htw saar für die GTU in Tiflis, teilnahm. Bei dem Empfang informierte sich der Bürgermeister der Stadt Saarbrücken Ralf Latz über den Stand der konkreten Maßnahmen der Zusammenarbeit der beiden Hochschulen. Latz übermittelte herzliche Grüße an die Professoren der GTU in Tiflis, die sich für ein intensives Miteinander der Hochschulen einsetzen. Ein besonderer Gruß ging an den Gründervater der Hochschulkooperation, Prof. Dr. Genadi Iashvili. Gleichzeitig wünschte der Bürgermeister den beiden Hochschulen eine weiterhin fruchtbare Zusammenarbeit. Latz bot darüber hinaus an, im Rahmen der weiteren Kooperation Praktikumsplätze für georgische Studenten bei der Verwaltung der Stadt Saarbrücken bereitzustellen.
Ebenfalls zu Gast war Martin Schöneich, der für die Städtepartnerschaft zwischen Saarbrücken und Tiflis verantwortlich ist. Im Rahmen des Empfanges erläuterte er die vielfältigen Aktivitäten der Stadt Saarbrücken mit der Stadt Tiflis.
Bei einem internen Meeting stellten Prof. Dr. Steffen Hütter, Dekan der Fakultät für Wirtschaftswissenschaften der htw saar, die Leiterin des International Office Doris Kollmann und der Auslandsbeauftragte Professor Dr. Malte Beinhauer die nächsten geplanten Schritte der Kooperation vor. So soll eine Studierendengruppe der GTU die htw saar für einen mehrwöchigen Intensivsprachkurs in Deutsch verbunden mit Besuchen in saarländischen Unternehmen besuchen. Des Weiteren sollen im Rahmen eines Ph.D.-Programmes (vergleichbar mit dem deutschen Doktorandenprogramm) ausgewählte Kandidaten der GTU in saarländischen Unternehmen Forschungs- bzw. Unternehmensprojekte bearbeiten.
Andererseits lädt die Georgisch Technische Universität Studierende der htw saar nach Tiflis ein, um dort an ausgewählten Vorlesungen teilzunehmen und die Kultur Georgiens sowie die Stadt Tiflis kennenzulernen.


თანამშრომლობა “ზაარლანდის ტექნიკის და ეკონომიკის უნივერსიტეტსა” (ზაარბრიუკენი) და “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის” (თბილისი)


“ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი” ორიენტირებულია მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო სამეცნიერო და კულტურული გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობაზე. შესაბამისად, ჯერ კიდევ 1980–იანი წლების შუა პერიოდიდან არსებობს ურთიერთთანამშრომლობა “ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტსა” და “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს” შორის (თბილისი) (სტუ). ამა წლის მაისში მოხდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების განახლება. ხელშეკრულების ხელმოსაწერად ზაარბრიუკენში ვიზიტით იმყოფებოდნენ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” კანცლერი პროფ.დოქტ. ქეთი ქოქრაშვილი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფ.დოქტ. რუსუდან ქუთათელაძე, ასევე პროფ.დოქტ. ანზორ აბრალავა.
სტუმრობის პერიოდში, დელეგაცია მიღებული იქნა ქალაქ ზაარბრიუკენის მერის ქალბატონ შარლოტა ბრიტცის მიერ ქალაქის მერიის ღონისძიებების დარბაზში. საკუთარ გამოსვლაში ქალაქის მერმა გამოხატა პირადი ინტერესი თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის 1975 წლიდან არსებული პარტნიორობის გასაღრმავებლად, რაც მოიცავს ასევე ინტენსიურ გაცვლას ორივე ქალაქის უნივერსიტეტს შორის – “ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტსა” და “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს” შორის.
უნივერსიტეტების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, რომელმაც უნდა გაააქტიუროს როგორც სამეცნიერო ასევე პრაქტიკული თანამშრომლობა, ზაარბრიუკენს სტუმრობდა სტუ–ს ასისტენტ–პროფესორი ბესიკ შერაზადიშვილი. მან გაიარა ოთხკვირიანი საწარმოო პრაქტიკა ზაარბრიუკენში მდებარე “ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის” პარტნიორ მსხვილ გერმანულ კონცერნში. პრაქტიკის ფარგლებში ქართველმა სტუმარმა გააანალიზა გერმანული საწარმოების საბაზრო შანსები კავკასიის ქვეყნებში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბიჯანში და შეიმუშავა ამ ქვეყნების ბაზრების ათვისების პროექტი.
სტუ–ს ასისტენტ პროფესორის ვიზიტის დასასრულს, ზაარბრიუკენის ქალაქის მერიაში შედგა მიღება, რომელშიც ასევე მონაწილებდა “საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან” არსებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების წარმომადგენელი “ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის” მხრიდან, პროფ. ვილჰელმ ჰაუზერი. მიღებისას მოხდა ქალაქ ზაარბრიუკენის ვიცე–მერის რალფ რატცის ინფორმირება უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული ღონისძიებების შესახებ. ბატონმა რატცმა გადასცა გულითადი სალამი სტუ–ს პროფესორებს თბილისში, რომლებიც ზრუნავენ თანამშრომლობის ინტენსიურობაზე. განსაკუთრებული სალამი გადაეცა აღნიშნული უნივერსიტეტების თანამშრომლობის ფუძემდებელს, პროფ.დოქტ. გენადი იაშვილს. ასევე, ვიცე–მერმა უსურვა ორივე უნივერსიტეტს ნაყოფიერი თანამშრომლობა. გარდა ამისა, რალფ რატცმა გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობის ფარგლებში გამოიყოს პრაქტიკის ადგილები ქართველი სტუდენტებისთვის ქალაქ ზაარბრიუ–კენის მერიაში.
აქვე სტუმრად იყო მარტინ შონიხი, რომელიც პასუხისმგებელია ზაარბრიუკენსა და თბილისს შორის არსებულ პარტნიორობაზე. მიღების ფარგლებში მან ისაუბრა ორ
ქალაქს შორის არსებული მრავალფეროვანი აქტივობების შესახებ.
შიდა შეხვედრაზე, “ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის” ეკნომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფ.დოქტ. შტეფან ჰუტერმა, საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელმა დორის კოლმანმა და უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელმა პროფესორმა პროფ.დოქტ. მალტე ბაინჰაუერმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯების შესახებ.
კერძოდ, სტუდენტების ჯგუფმა “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან” გაიაროს რამდენიმეკვირიანი ინტენსიური კურსი გერმანულ ენაში ზაარლანდში და ესტუმრონ ზაარლანდში მდებარე საწარმოებს. გარდა ამისა, სადოქტორო პროგრამების ფარგლებში (გერმანულ სადოქტორო პროგრამებთან მსგავსი) სტუ–დან შერჩეულმა კანდიდატებმა განახორციელონ კვლევა და შეიმუშაონ პროექტები ზაარლანდის საწარმოებში.
მეორეს მხრივ, “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი” პატიჟებს “ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის” სტუდენტებს თბილისში, რათა მათ მიიღონ მონაწილეობა არჩეულ ლექციებში; გაეცნონ ქართულ კულტურასა და ქალაქ თბილისს.