24 ივლ

2020 საქართველოში დაგეგმილი პანევროპული ფორუმი

2020 წლის 19-23 მაისს  თბილისში ჩატარდება YOCOCU-ს (Youth in the Conservation Cultural Heritage) პანევროპული ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაციის სფეროში.
07 ივლ

RIPA-ს ანგარიში

ფაკულტეტის საბჭოზე (27.06.18) მოსმენილი იქნა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის (RIPA) ერთწლიანი ანგარიში.
05 ივლ

კრაუდსორსინგის კლინიკა

2018 წლის 1 ივლისს, საჯარო მმართველობის პრობლემათა ინსტიტუტის ინიციატივით, მუშაობა დაიწყო  კრაუდსორსინგის (Crowdsoursing) კლინიკამ.
03 ივლ

სტუდენტთა კონფერენციის ანგარიში

სტუდენტთა 86–ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის
“ საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის“
სექციის მუშაობის ანგარიში
29 ივნ

კავკასიის ტურიზმის გამოფენის განვითარების სტრატეგია

ევროკავშირის პროექტის „კავკასიის ტურიზმის გამოფენის განვითარების სტრატეგია“ ფარგლებში, 2018 წლის 24-28 ივნისს, საქართველოში სამუშაო შეხვედრები, ტრეინინგები და სემინარები ჩაატარეს ტალინის უნივერსიტეტის პროფესორებმა
27 ივნ

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2018 წლის 27 ივნისს  ჩატარდა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. დეკანმა, რ.ქუთათელაძემ საბჭოს წევრებს წარუდგინა პრეზენტაცია,  რომელიც შეიცავდა ინფორმაციას ფაკულტეტისა და ჩატარებული საქმიანობის შესახებ.
სიახლეების სრულად ნახვა

2020 საქართველოში დაგეგმილი პანევროპული ფორუმი

07/24/2018

2020 საქართველოში დაგეგმილი პანევროპული ფორუმის შესახებ

2020 წლის 19-23 მაისს თბილისში ჩატარდება YOCOCU-ს (Youth in the Conservation Cultural Heritage) პანევროპული ფორუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაციის სფეროში.
ყოველ ორ წელიწადში ერთხელ YOCOCU ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო ფორუმს, სადაც განიხილება კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მიმდინარე კვლევები, აღმოჩენები, გამოწვევები და მიღწევები. ამავე დროს ფორუმი საშუალებას აძლევს როგორც პროფესიონალ მკვლევარებს, ისე სტუდენტებს წარმოადგინონ საკუთარი შრომები, პროექტები და ასევე, დაამყარონ ახალი კავშირები, ურთიერთობები უცხოელ კოლეგებთან.
საქართველოს მხრიდან ფორუმში მონაწილეობს:
საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გ. ჩიტაიას ღია ცის ქვეშ მუზეუმი, თსუ, თბილისის სამხატვრო აკადემია.
სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საკონფერენციო და საპრეზენტაციო სივრცეები შეტანილია ღონისძიების ჩატარების სავარაუდო გეგმა გრაფიკში.