15 თებ

შიდა მობილობის და აღდგენის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

2018-2019 ს.წ. მეორე სემესტრიდან სწავლების ყველა საფეხურზე შიდა მობილობის მსურველებმა და აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ 27 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით (შიდა მობილობის) და 27 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით (აღდგენის წესით) 10.00 – 16.00 საათამდე, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში.
12 თებ

კონფერენცია

2019 წლის 24-25 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ ("Globalization and Modern Business Challenges"; «Глобализация и современные вызовы бизнеса»)
11 თებ

სკოლა-სემინარი ბულგარეთში

ბულგარეთში, ქ. ვარნის თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით 2019 წლის 26-30 აგვისტოს ჩატარდება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა-სემინარი თემატიკით „ტურიზმი - როგორც საზოგადოებრივი განვითრების მდგრადი ფაქტორი“.
08 თებ

პირველი სემესტრის ფინალური გამოცდების ცხრილი

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 2018-19 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ფინალური გამოცდების ცხრილი
07 თებ

ბრძანება 07/11

ბრძანება 01.02. 2019# 7/11  (საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შესახებ)
07 თებ

ბრძანება 06/11

ბრძანება 01.02. 2019# 6/11  (სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების თეორიული-ექსპერიმენტული კვლევა-კოლოკვიუმის დაცვის კომისიის შექმნის შესახებ)
სიახლეების სრულად ნახვა

საინფორმაციო ფურცელი

საბაკალავრო პროგრამები:
1. ბიზნესის ადმინისტრირება;
2. ბიზნესის ადმინისტრირება (რუს.);
3. საჯარო მმართველობა;
4. საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები;
5. სასტუმრო მომსახურება;
სამაგისტრო პროგრამები:
1. ბიზნესის ადმინისტრირება (ქართ., ინგლ.);
2. საჯარო მმართველობა;
3. საჯარო მმართველობა (რუს.);
4. ელექტრონული ბიზნესის ინფორმაციული ტექნოლოგიები;

 5. საბანკო პროცესების მართვა;
6. სასტუმრო მომსახურების მართვა;

სადოქტორო პროგრამები:

1. ბიზნესის ადმინისტრირება;

2. საჯარო მმართველობა;



ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 5 საბაკალავრო, 7 სამაგისტრო და 2 სადოქტორო პროგრამა ხორციელდება, რომლებზეც ამჟამად 2000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათგან 60 პრეზიდენტის სტიპენდიანტია.


აღსანიშნავია, რომ ჩვენი სპეციალობები არა მარტო კონკურენტუნარიანია, არამედ მოწინავე პოზიციები უკავიათ ქვეყნის საგანმანათლებლო ბაზარზე. კურსდამთავრებულები წარმატებული მოხელეები არიან: მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, პარლამენტის წევრები, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, დიპლომატები, ბანკირები, ბიზნესმენები და ა.შ. წარჩინებით სწავლობენ ევროპისა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში - მაგისტრატურასა თუ დოქტორანტურაში. ბევრ მათგანს უკვე მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებში. ფაკულტეტის დაფინანსებით ისინი იმყოფებოდნენ აშშ-ში, გერმანიაში, ლიტვაში, უკრაინაში, საფრანგეთში და ა.შ.
ბიზნესტექნოლოგიის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობენ მაღალკვალიფიციური პროფესორები.

ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებში, 
აქტიურად არიან ჩართულნი სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სამოდელო ბიზნესსა და ხელოვნების სფეროებში. 

შეიქმნა სტუდენტთა პორტფოლიოების ერთიანი ბაზა, სადაც გათვალისწინებულია ისეთი აქტივობები, რომელიც დამსაქმებელს შესაძლებლობას მისცემს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სრულყოფილად შეისწავლოს მომავალი თანამშრომლის პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმება:

- სახელმწიფო უწყებებში (საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის აპარატი და შესაბამისი კომიტეტები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქალაქის მერია; სახალხო დამცველის აპარატი; საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი, საქართველოს დარგობრივი დეპარტამენტები, უწყებები და რეგიონული სამსახურები);

-  საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ევროკავშირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვ.) და საქართველოს წარმომადგენლობებში;

-  არასამთავრობო ორგანიზაციებში;

- საერთაშორისო და ეროვნული საჯარო და კერძო ფირმებში, სავაჭრო წარმო-მადგენლობებში, ბანკებში, სადაზღვევო და საშუამავლო-სადისტრიბუციო კომპანიებში, ფონდებში, სასაქონლო, საფონდო და სავალუტო ბირჟებზე, საექსპორტო-საიმპორტო სააგენტოებში, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სხვა ეკონომიკურ სამსახურებში;

- უმაღლეს სასწავლებლებში;

- ტურიზმის სახელმწიფო სტრუქტურაში;

- ეროვნული და ტრანსნაციონალური საკუთრების სასტუმროებში;

- ტუროპერატორულ და სატრანსპორტო საწარმოებში;

- ეკონომიკური პროფილის ფუნქციონალურ სტრუქტურებში და ა.შ. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
საქართველო, თბილისი 0175, კოსტავას 77, VI კორპუსი,
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
ტელ: 236-52-13, 236-52-73