ყველა სიახლე

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

გილოცავთ საუნივერსიტეტო ცხოვრების დაწყებას!

გისურვებთ წინსვლას, ახალ-ახალ მიღწევებს, ნაყოფიერად გამოგეყენებინოთ სტუდენტური წლები, რათა ჩამოყალიბდეთ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად  და გაამართლოთ ქვეყნის, უნივერსიტეტისა და მშობლების იმედები.

მოკლედ გაგაცნობთ იმ რეკომენდაციებსა და პროექტებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად ადაპტირებაში:

  • 2017-2018 ს.წ. I სემესტრი იწყება 16 ოქტომბერს და მოიცავს 17 კვირას, აქედან  მე-7 და მე-14 კვირებში ტარდება შუალედური ტესტირება (ტესტი ფასდება მაქსიმუმ 20 ქულით), მე-18, მე-19 კვირები - ფინალური გამოცდები (ფასდება მაქსიმუმ 30 ქულით). ფინალურ გამოცდაზე გასასვლელად აუცილებელია სემესტრის განმავლობაში მინიმალური 21 ქულის მოგროვება, ხოლო გამოცდაზე მინიმალური 8 ქულის მიღება. საგანი ჩაითვლება ჩაბარებულად 51 ქულის მოგროვების შემთხვევაში. გთხოვთ არ გააცდინოთ ლექცია-სემინარები, რათა არ ჩამორჩეთ სასწავლო პროცესს და არ დაკარგოთ ყოველკვირეული შეფასება;

  • წარჩინებულ სტუდენტებს დაენიშნებათ სახელმწიფო სტიპენდია თვეში 150 ლარის ოდენობით;

  • დევნილის სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 200 ლარით;

  • სავალდებულოა ფინანსური ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შესრულება, რათა არ შეგიჩერდეთ სტუდენტის სტატუსი;

  • სწავლის პერიოდში გექნებათ საშუალება მიიღოთ მონაწილეობა როგორც საუნივერსიტეტო, ასევე  საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციებში, ვორქ-შოფებში, რაშიც ფინანსურ მხარდაჭერას გაგიწევთ ფაკულტეტი;

  • წარჩინებულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ იმ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, რომლებშიც ჩართულია სტუ;

  • სწავლების მე-3 და მე-4 წლის სტუდენტებს ექნებათ უნივერსიტეტის მხარდაჭერა, რომ გაიარონ პრაქტიკა და სტაჟირება სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში;

  • უნივერსიტეტში მოქმედებს სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი;

  • სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი შემოგთავაზებთ  საინტერესო სტუდენტურ სერვისებს - მათ შორის  ექსკურსიებს, უნივერსიტეტში მოქმედ სხვადასხვა  წრეებს, როგორც გასართობი, ასევე შემეცნებითი ხასიათის შეჯიბრებებს და ა.შ.;

  • ფაკულტეტი იზრუნებს დაასაქმოს საუკეთესო აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულები;

  • უნივერსიტეტში მოქმედებს ეთიკის კოდექსი, რომლის დაცვაც სავალდებულოა;

  • სავალდებულოა ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას ახალი სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო ყოველი სემესტრის შემდეგ - მიღწეული შედეგების გაცნობა;

  • ფაკულტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება საუკეთესო სტუდენტური პროექტები;

  • პერიოდულად ჩატარდება საჯარო ლექციები საზღვარგარეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების მიერ;

  • სწავლის პერიოდში თქვენ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია.

გისურვებთ წარმატებებს!


მაგისტრანტებისა და დოქტორანტების  საყურადღებოდ !

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან შეიქმნა

საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების  ინსტიტუტი

კვლევითი პროექტების მომზადებისა  და განხორციელების  მიზნით ინსტიტუტი იწყებს  კორდინატორის,  მენეჯერის ასისტენტის შერჩევას.

შერჩეულ პოზიციაზე საქმიანობა ანაზღაურებადია.

შერჩევა განხორციელდება საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებთან გასაუბრებით.

მსურველებმა  უნდა წარმოადგინონ  CV ელ. მის.: www.ipas2017@yahoo.com ა.წ.27 ოქტომბრამდე.

გასაუბრება ჩატარდება  28 ოქტომბერს,  11:00 სათზე. მის.:0175 საქართველო, ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქ.#77; მე-6 კორპუსი, ოთახი 103ა.

     დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით :

593 31 11 12 ანა ჩიკვაიძე




საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი შეიქმნა სტუ-ს აკადემიური საბჭოს 2016 წლის 16 მაისის #1987 დადგენილებით, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის 2016 წლის 13 მაისის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.




ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი აერთიანებს სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს (რომელთა განხორციელება დაიწყო 2016-2017 სასწავლო წლიდან სტუ-ს აკადემიური საბჭოს 2016 წლის 25 მაისის #2014 დადგენილებით):
ბაკალავრიატი :
საჯარო მმართველობა
ბიზნესის ადმინისტრირება
ბიზნესის ადმინისტრირება (რუსულენოვანი)
საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები
სასტუმრო მომსახურება

მაგისტრატურა:
ბიზნესის ადმინისტრირება
ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)
საბანკო პროცესების მართვა
საჯარო მმართველობა
საჯარო მმართველობა (რუსულენოვანი)
ელექტრონული ბიზნესის საინფორმაციო ტექნოლოგიები
სასტუმრო მომსახურების მართვა

დოქტორანტურა:
ბიზნესის ადმინისტრირება
ფინანსები
საჯარო მმართველობა


უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი