კრეტული გრაფიკული და ბაბილონური ასტრონომიულ-ქრონოლოგიური სისტემები ძველ ქართულ ანბანში და ძეგლებზე
GEO | ENG

კონგრესის მიზანი


კონფერენციის მიზანია გააცნოს ქართველ და მსოფლიო საზოგადოებას ქართული ასომთავრული დამწერლობის, როგორც ურთულესი მათემატიკური, გეომეტრიული, ასტრონომიული, ქრონოლოგიური და რელიგიური სისტემების ურთიერთშეღწევადი შრეების ანბანური მექანიზმი და ამ ცოდნის ფიქსირების არტეფაქტები, მათი ანალიზი და გავრცელების დიაპაზონი.
მიმართოს მსოფლიოს მკვლევართა ყურადღება ქართულ ასომთავრულ ანბანში კოდირებული ცოდნის სისტემური კვლევის ჩატარების აუცილებლობისკენ, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ქართველურ, არამედ მსოფლიოს სადამწერლობო სისტემებსა და კაცობრიობის ისტორიაში დაგროვილ უდიდეს სამეცნიერო ცოდნას.

კონფერენციის თემატიკა განისაზღვრება, მაგრამ არ შემოიფარგლება, ქვემოთ ჩამოთვლილი ასპექტებით:

  • ქართული ასომთავრული როგორც რთული სადამწერლობო სისტემა;
  • ქართული ასომთავრული და ასტრონომია;
  • ქართული ასომთავრული და ზუსტი მეცნიერებები: მათემატიკა, გეომეტრია, ქრონოლოგია;
  • ქართული ასომთავრული და უძველესი სადამწერლობო სისტემები: შუმერული, კრეტის, ფინიკიური და სხვ.;
  • ქართული ასომთავრული - წარმოშობა და დათარიღება;
  • ქართული ასომთავრული და არქეოლოგია.

მიმართულება
პალეოგრაფია
ქართველოლოგია
ასირიოლოგია
არქეოლოგია
არქეო-ასტრონომია
ძველი ისტორია
ძველი მათემატიკა
ფოლკლორი

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული