მემორანდუმი შპს „სინათლის ქალაქთან"

17-03-2015

16 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შპს „სინათლის ქალაქს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს, სტუ-ს რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა და „სინათლის ქალაქის“ დირექტორმა, ვასილ ხორავამ. 
მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს თბილისში გარე განათების სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესების საშუალებების ერთობლივი დასახვა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით, შესაბამისი პროფილის სპეციალისტების მომზადება. ამასთანავე, კომპანიის კუთვნილ სისტემაში სათანადო კვალიფიკაციის მქონე სტუდენტების საწარმოო პრაქტიკა და მათი შემდგომი დასაქმება. 
მემორანდუმის ფარგლებში, აგრეთვე, გათვალისწინებულია პრობლემური, ტექნიკური საკითხების გამოვლენა და გადაჭრა ახალი 
ტექნოლოგიების დანერგვის გზით.

ვიდეო: 
Loading Player

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები