ახალი ლაბორატორია

28-01-2015 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გახსნეს. ლაბორატორია აღჭურვილია მზის ენერაგიაზე მომუშავე თანამედროვე წყალგამაცხელებელი სისტემებით, გამოსხივების ფოტოელექტრონული გარდამქმნელებით, სითბური ტუმბოთი, მცირე სიმძლავრის ქარგენერატორითა და გათბობის მაღალეფექტური ჰიდრავლიკური სისტემით. ლაბორატორია შეიქმნა ენერგეტიკული და მონათესავე პროფილის სპეციალისტების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მომზადების მიზნით და ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს მოემსახურება. ლაბორატორიის აღჭურვის ხარისხი ასევე იძლევა უნიკალურ შესაძლებობას დოქტორანტების მოსამზადებლად. სხვადასხვა პროფილის ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებისა და პროფესიონალი ენერგეტიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. ლაბორტორია გაზრდის ინტერესს მაღალეფექტური საყოფაცხობრებო ტექნიკის გამოყენების მიმართ, განავითარებს ენერგიის დაზოგვის კულტურას და დაამკვიდრებს ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას. ლაბორატორია ასევე პოპულარიზაციას გაუწევს ენერგეტიკული დარგის სპეციალიზაციებს, რისთვისაც გათვალისწინებულია სასწავლო-შემეცნებითი ლექციების ჩატარება სკოლის ასაკის ახალგაზრდებისთვის. ლაბორატორიაში მიღებული კვლევის შედეგები საქართველოში ეკოლოგიურად და ენერგეტიკულად ეფექტური ტექნოლოგიების ფართო გამოყენებისთვის საიმედო ბაზას შექმნის.

ვიდეო: 
Loading Player

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები