საფრანგეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა - "ეიფელის სტიპენდია - 2020"

ცხადდება კონკურსი საფრანგეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამაზე "ეიფელის სტიპენდია - 2020".

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2019 წლის 21 ოქტომბრიდან 2020 წლის 9 იანვრის ჩათვლით.(მითითებული თარიღი ეხება უნივერსიტეტებს, დაინტერესებულმა კანდიდატები კი არაუგვიანეს ნოემბრის თვის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას).
 
ეიფელის სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე), შემდეგი მიმართულებით:

- სამართალი
- ეკონომიკა და მართვა
- პოლიტიკური მეცნიერებები
- საინჟინრო მეცნიერებები მაგისტრატურის საფეხურისათვის

დოქტორანტებისათვის (საინჟინრო მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ნანო და ბიოტოქნოლოგიები, დედამიწისა და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები, ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ინფო-საკომუნიკაციო მეცნიერებები და ტექნოლოგიები.

დამატებითი ინფორმაცია ფრანგულ და ინგლისურ ენებზე და პროგრამის დეტალური აღწერა და პირობები იხილეთ აქ.

სიახლეებში დაბრუნება