ტრეინინგის პროგრამა "Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის" - I შეხვედრა საფრანგეთის უსდ-ების წარმომადგენლებთან

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის "საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დამტკიცდა ტრეინინგის პროგრამა "Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის".

პროგრამა ხორციელდება ცენტრის საერთაშორისო პარტნიორების - საქართველოში უნგრეთის, იტალიისა და საფრანგეთის საელჩოების მხარდაჭეროთ, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისი ქვეყნებიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა საქართველოში მოწვევისა და ვიზიტის ორგანიზებას.

მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელებას უცხოეთში გეგმავენ, აგრეთვე, ცენტრის პარტნიორი საქართველოს უსდ-ების შესაბამისი ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.

პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ინფორმაცია საერთაშორისო მასშტაბით დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე არსებული გამოწვევებისა და თანამედროვე სტანდარტების შესახებ.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, გაიღრმავონ ცოდნა საერთაშორისო დონეზე დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურზე.

ტრეინინგის განხორციელება სამ ეტაპად იგეგმება:
  • საფრანგეთის უსდ-ების წარმომადგენელთა ვიზიტი - 29 ოქტომბერი, 2019
  • უნგრეთის უსდ-ების წარმომადგენელთა ვიზიტი - 22-23 ნოემბერი, 2019
  • იტალიის უსდ-ების წარმომადგენელთა ვიზიტი - 20-24 იანვარი, 2020
პირველი შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფისში გაიმართება 29 სექტემბერს, 10:00 - 12:30 სთ., საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან (ჭავჭავაძის გამზ. N7, სართული II) და სამუშაო ენა ინგლისური იქნება.

საკონტაქტო პირი:
ნინო სულავა, აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახურის უფროსი
ტელ.: 595 65 00 02
ელ.ფოსტა: nsulava@gov.ge

სიახლეებში დაბრუნება