ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი (University of West Attica - UNIWA) (ათენი, საბერძნეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).  

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2019
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე

ERASMUS+ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება ტურიზმის, ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალობებს).

სიახლეებში დაბრუნება