მობილობა სანტო დომინგოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში

სანტო დომინგოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი (Instituto Tecnológico de Santo Domingo - INTEC) (დომინიკელთა რესპუბლიკა) აცხადებს მობილობას უცხოელი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

სააპლიკაციო დოკუმენტები:
• წერილი უნივერსიტეტიდან, სადაც აღნიშნული იქნება, რომ სტუდენტს გააჩნია აქტიური სტატუსი და პროგრამის ოფიციალური დადასტურება, მობილობაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით
• ოფიციალური ნიშნების ფურცელი (გამგზავნი უნივერსიტეტიდან)
• ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
• გამგზავნი უნივერსიტეტის პროფესორის სარეკომენდაციო წერილი
• სამოტივაციო წერილი
• პასპორტის ასლი
• CV
• ორი ფოტო 3X4 ფორმატში (არა ელექტრონული ვერსია)
• საერთაშორისო ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაზღვევა, რომელიც ვრცელდება დომინიკელთა რესპუბლიკაშიც.
მიღების ფორმის ნომერი
 
უნივერსიტეტში სწავლების ენა ძირითადად ესპანურია, თუმცა უნივერსიტეტის სთავაზობს ინგლისურენოვან პროგრამებსაც საინჟინრო მიმართულებებით.
 
დაინტერესებულმა პირებმა ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისათვის უნდა მიმართონ ელ-ფოსტაზე: movilidad@intec.edu.do.

სიახლეებში დაბრუნება