ევროპის საბჭოს საგრანტო კონკურსი - პროექტი “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში”

ევროპის საბჭო აცხადებს საგრანტო კონკურსს უნივერსიტეტებისთვის მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელიც ცხადდება “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” პროექტის ფარგლებში.

 საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას შემდეგი მიმართულებებით:
  • დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელება და ნეგატიური გავლენა ადამიანების კეთილდღეობაზე, მოწყველად ჯგუფებზე და ფართო საზოგადოებაზე საქართველოში;
  • უმცირესობებისა და სხვა მოწყველადი ჯგუფების უფლებები და მრავალფეროვნება ქართულ საზოგადოებაში;
  • დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები;
  • საქართველოში მშვიდობასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში რა წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებსა და საქართველოში მოქმედ ანტი-დისკრიმინაციულ კანონებს.
პროექტების წარდგენა შეუძლიათ უნივერსიტეტებს თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და აჭარიდან.

თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 4 000 ევრო.

პროექტების შემოტანის ბოლო ვადა: 2019 წლის 17 ოქტომბერი.

აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tenders.antidiscrimination@coe.int, სათაურით Georgia – small grant proposal.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.

სიახლეებში დაბრუნება