Erasmus+ გაცვლითი პროგრამა შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (West Pomeranian University of Technology - WPUT) (შჩეცინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი). 

შერჩევის პროცედურა

აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.19
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 ნოემბრამდე

შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციააკადემიური კალენდარი და სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. უპირატესობა მიენიჭება ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ბიოსამედიცინო ინჟინერინგის მიმართულებებს).

სიახლეებში დაბრუნება