Erasmus+ გაცვლითი პროგრამა მონპელიეს უნივერსიტეტში სუპაგრო - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

მონპელიეს უნივერსიტეტი სუპაგრო (Montpellier SupAgro) (საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 04.10.19.
შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 9 ოქტომბრამდე.

მონპელიე სუპაგროში ERASMUS+ პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ERASMUS+ სტუდენტებისთვის დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის ან დოქტორანტურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მონპელიეს უნივერსიტეტში სუპაგრო და პრიორიტეტულია სასოფლო-სამეურნეო მიმართულებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსები).

სიახლეებში დაბრუნება