ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია - ანაზღაურებადი სამუშაო-სასწავლო სტაჟირება მინესოტას უნივერსიტეტში

ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია (Association for Farmers Rights Defense - AFRD) იწყებს შესარჩევ კონკურსს სტუდენტებისა და ახალგაზრდა ფერმერებისთვის ანაზღაურებად სამუშაო-სასწავლო სტაჟირებაზე მინესოტას უნივერსიტეტში (ამერიკის შეერთებული შტატები), 2020 – 2021 წლებისთვის.

პროგრამა ხორციელდება მინესოტას უნივერსიტეტის თანადაფინანსების პირობებით.

პროგრამა მოიცავს 8 - 12 თვემდე ანაზღაურებად სტაჟირებას ამერიკულ ფერმერულ მეურნეობაში, ხოლო შემდეგ - მინესოტას უნივერსიტეტში სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში, რის შემდეგაც სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატს. ანაზღაურება საათში 10-12 დოლარი.

უნივერსიტეტში სწავლისას შესაძლებელია პარალელურად მუშაობის შეთავსება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 19-31 წლამდე ასაკის დასაოჯახებელ ახალგაზრდებს. უპირატესობა მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო დარგებში გამოცდილების მქონე სტუდენტებსა და ახალგაზრდა ფერმერებს. სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა და სასურველია მართვის მოწმობის ფლობა.

სამუშაო-სასწავლო სტაჟირებისათვის სოფლის მეურნეობის დარგებია:
• სასათბურე მეურნეობა
• მებოსტნეობა-მებაღეობა
• დეკორატიული მეყვავილეობა
• მეხილეობა
• მეფუტკრეობა
• მევენახეობა-მეღვინეობა
• მეცხოველეობა (მეძროხეობა, მეღორეობა, მეცხენეობა)
• მემარცვლეობა

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი ქართულად და ინგლისურად, ელ.ფოსტაზე: exchangeprogramm@gmail.com.

კონკურსში მონაწილეთა შერჩევის მიზნით ჩატარდება გასაუბრება.

საკონტაქტო პირი:
ნანა ფიროსმანაშვილი, პროგრამის დირექტორი
მობ: 551 139 477

სიახლეებში დაბრუნება