Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (University of Valladolid - UVa) (ვალიადოლიდი, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.09.2019
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 სექტემბრამდე
მობილობის მსურველებმა მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე წინასწარ, 2019 წლის 20 სექტემბრამდე, უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია.

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ვალიადოლიდის უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია საინჟინრო საგანმანათლებლო კურსები).


შერჩევის პროცედურა

ადმინისტრაციული /აკადემიური პერსონალისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.09.2019
გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2019 წლის 20 სექტემბრამდე
მობილობის მსურველებმა მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე წინასწარ, 2019 წლის 20 სექტემბრამდე, უნდა გაიარონ ონლაინრეგისტრაცია.

ვალიადოლიდის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ვალიადოლიდის უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, 2019/20 სასწავლო წლის განმავლობაში.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია უნივერსიტეტის 1 პერსონალის მობილობა პროექტის პარტნიორი საქართველოს უნივერსიტეტებიდან).

სიახლეებში დაბრუნება