HEG Arc ფრანგულენოვანი საგრანტო პროგრამები შვეიცარიაში - 2019/20 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრი

შვეიცარიის ნოშატელის გამოყენებითი მეცნიერებების უმაღლესი სკოლა (HEG - Haute école de gestion Arc) აცხადებს კონკურსს ფრანგულენოვან საგრანტო პროგრამებზე 2019-2020 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის, შემდეგი სპეციალობებით: ტერიტორიების მართვა, მარკეტინგი, ლოგისტიკა, ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და სხვა.

შერჩეულ სამ ქართველ სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, 6 თვის განმავლობაში შეისწავლოს ეკონომიკური დისციპლინები შვეიცარიის უნივერსიტეტში.

HEG Arc ფარავს შემდეგს: 
  • CHF 750 სტიპენდია
  • დაზღვევა
  • ფრანგული ენის ინტენსიური კურსები 1 თვის განმავლობაში
  • ტრანსპორტი
  • სპორტულ კლუბებში მონაწილეობა
სტუდენტი იხდის საცხოვრებლის ხარჯებს (უნივერსიტეტის ჰოსტელი - CHF 350-400) და კვებას სტიპენდიიდან.

აუცილებელია ფრანგული ენის ცოდნა B1 დონეზე.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

საკონტაქტო პირი:
ნინა რასინი (Nina Racine)
ელ.ფოსტა: nina.racine@he-arc.ch

სიახლეებში დაბრუნება