ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის მობილობის პროგრამა სტუდენტებისთვის - 2019/20 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) აცხადებს მობილობას სტუდენტებისთვის, ფილოსოფიის ფაკულტეტზე, 2019/20 აკადემიურ წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

პროგრამა გრძელდება 1 სემესტრის განმავლობაში (2020 წლის თებერვალი - ივნისი), უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სასწავლო კურსი მოიცავს საკითხებს პოლიტიკური მეცნიერებიდან, სოციოლოგიიდან, ფილოსოფიიდან, ისტორიიდან და სოციალური მუშაობიდან.

უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელს, რომლის ფასიც საკმაოდ შეღავათიანია, ხოლო 250-450 $ თვეში საკმარისია სტუდენტისათვის, რომ დაფაროს აკომოდაციის, კვების, ტრანსპორტი ხარჯები. ყოველწლიურად ფილოსოფიის ფაკულტეტზე 70-მდე საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს.

ფილოსოფიის ფაკულტეტი ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:
  • არქეოლოგია - არქეოლოგიის დეპარტამენტი (BA, MA, Ph.D.)
  • საარქივო მეცნიერება - საარქივო მეცნიერების დეპარტამენტი (BA, MA, Ph.D.)
  • ცენტრალური ევროპის სწავლა - ისტორიის ინსტიტუტი (MA)
  • ისტორია - ისტორიის ინსტიტუტი (BA, MA, Ph.D.)
  • ფილოსოფია - ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი (BA, MA, Ph.D.)
  • პოლიტიკური მეცნიერება - პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტი (BA, MA, Ph.D.)
  • სოციალური მუშაობა - სოციალური მუშაობის ინსტიტუტი (BA, MA, Ph.D.)
  • სოციოლოგია - სოციოლოგიის დეპარტამენტი (BA)
პროგრამა განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ, გაიღრმავონ ცოდნა ევროპული პოლიტიკის, საზოგადოებისა და აზროვნების შესახებ. პროგრამის მონაწილეები სწავლის გადასახადს არ იხდიან.

სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2019.

სტუდენტებმა შევსებული აპლიკაციის ფორმა უნდა წარადგინონ ელ-ფოსტაზე: tomas.hercik@uhk.cz.

გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის კურსების ჩამონათვალი, სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.

სიახლეებში დაბრუნება