Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო კვირეული 2019 - „თანამშრომლობის გაძლიერება. ახალი შესაძლებლობები“ - ბეირას ინტერიერის უნივერსიტეტი

2019 წლის 14-18 ოქტომბერს ბეირას ინტერიერის უნივერსიტეტში (კოვილა, პორტუგალია) ტარდება Erasmus+ საერთაშორისო კვირეული 2019 - „თანამშრომლობის გაძლიერება. ახალი შესაძლებლობები“.

ხუთდღიანი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის მოიცავს შეხვედრებს, სოციალურ და კულტურულ აქტივობებს. 

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 2019 წლის 31 ივლისამდე.

კვირეულში მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი შესატანის გადახდა 120 ევროს ოდენობით. რეგისტრაციის შემდეგ, თანხის შესატანად, უნდა ეწვიოთ ბმულს.

დამატებითი ინფორმაცია კვირეულის შესახებ იხილეთ აქ.


სიახლეებში დაბრუნება